Wednesday, December 24, 2014
Tuesday, December 23, 2014
Thursday, December 18, 2014
ახია ჩვენზე!
ნოდარ სხირტლაძე
„ერთადერთი ისტორია
დაგვრჩა და მასაც გვართმევენ“ - პოლიტიკოსებმა ყიჟინა მაშინ დასცეს, როცა ცნობილი გახდა,
რომ ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო იუნესკო მის მსოფლიოს
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებას აპირებდა. ის მოყიჟინე პოლიტიკოსები
მაშინ ოპოზიციაში კი იყვენენ და ხშირად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. მაგრამ
მათი ყიჟინი მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდა, რადგან „ოპოზიციონრებმა“ არგუმენტებად
მოიშველიეს ისტორიკოსების, სასულიერო პირების,
არქეოლოგების და რაღა თქმა უნდა ექსპერტების დასკვნები,
Tuesday, November 25, 2014
აქციები, აქციები და სად გვაქვს რეალური შედეგი?
ნინია ბოლაშვილი
დღეს საქართველოს უმავლეს ქალაქში (მათ შორის გორში)ქალზე ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს და ხელისუფლებისგან
დაცვის
მექანიზმების
გაძლიერება
მოითხოვეს.
აქციები
ძალიან
მაგარია,
აქციებით
ხელისუფლებები
იცვლება,
ხალხს
უსმენენ,
მოთხოვნებს
აკმაყოფილებენ,კანონებს
ცვლიან
და
ბოლოსდაბოლოს
ეს
ხალხის
ხმაა!Tuesday, November 11, 2014
ცენტრალური თვითმმართველობა
ლადო ბიჭაშვილი
მიუხედავად თვითმმართველობის არაერთი რეფორმისა, რეალურად დეცენტრალიზება ვერ განხორციელდა და კვლავ ცენტრალურ პოლიტიკის ხაზის გამგრძელებელია. მიუხედავად სამი დონის არჩევნებისა საპარლამენტო არჩევნები აქ ბევრ რამეს წყვეტს, უფრო სწორად ცენტრალური ხელწერა, და რადგან არჩევნები უფრო დემოკრატიულია ჩვენც ამაზე ვისაუბროთ.
მიუხედავად თვითმმართველობის არაერთი რეფორმისა, რეალურად დეცენტრალიზება ვერ განხორციელდა და კვლავ ცენტრალურ პოლიტიკის ხაზის გამგრძელებელია. მიუხედავად სამი დონის არჩევნებისა საპარლამენტო არჩევნები აქ ბევრ რამეს წყვეტს, უფრო სწორად ცენტრალური ხელწერა, და რადგან არჩევნები უფრო დემოკრატიულია ჩვენც ამაზე ვისაუბროთ.Monday, November 3, 2014
სოციალური როლი
ზურაბ ჩხეიძე
”…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…..” -
მერაბ მამარდაშვილი
ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება
თუ ასე გავაგრძელეთ, ვერასდროს ვერ ჩამოვყალიბდებით პლურალისტურ საზოგადოებად, ვერასდროს
ვერ შევქმნით ღირებულს თუ თითოეულმა ადამიანმა ვერ გაიაზრა რა არის მისი სოციალური
როლი საზოგადოებაში.
Tuesday, October 28, 2014
დუმილი ............სიკვდილამდე?
ლია ჩლაჩიძე
საიდან იწყება ძალადობა ქალებზე?
ბოლო დროს თითქოს
აფეთქდა სამყარო. ქმარმა ცოლი მოკლა,თავი მოაჭრა,აჩეხა, ოჯახური კონფლიქტები,
ქალთა მკვლელობები...
ერთ დილას რომ გავიღვიძე,
ფეისბუკზე დავპოსტე,
„დილა მშვიდობისა ქალებო! ვინმე ხომ არ გამოგვაკლდა წუხელ?”,
შეშფოთდა საფრენდეთი. „ყოველ დილას გადავთვალოთ ერთმანეთიო,
მეორემ- არა, ჯობია კაცები დავთვალოთო.
ისეთი კაცებიც ხომ არიან,
სათვალავში ჩასაგდები
რომ არააო“...აღარ გავაგრძელებ. ჩემი მეგობარი მარინას კომენტარმა,
რომელიც ესპანეთშია გადახვეწილი,
რომლის მეუღლეც გათიკოევი,
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში, გუმისთაზე ბრძოლას შეეწირა-მწარედ დამაფიქრა.
’’ჩვენი მდგომარეობა
ხომ არ ჯობია, ლიაო“? გული მეტკინა. ვაი ქალებს,რომელთაც მარტოობა,
ქვრივობა ურჩევნია გაუთავებელ
აყალ-მაყალს, ცემა-ტყეპას, შვილების გამწარებას.
Monday, October 27, 2014
საჯარო სამსახური დასაქმების ბიურო არაა
ბოლო დროს გორში (და
მთელ საქართველოში) ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილი კონკურსის თემაა აქტუალური. ტესტირება-გასაუბრებისთვის
ვემზადებით ყველა - საჯარო მოხელეებიც, ყოფილი მოხელეებიც, ახალგაზრდებიც, ძველგაზრდებიც, პარტიისთვის თავგადაკლულებიც, უპარტიოებიც და უბრალოდ სამსახურის მაძიებლებიც.
საქართველოს კონსტიტუციით
თუ სხვა კანონებით ერთბაშად ამდენი დაინტერესებული პირი ჩვენს ქვეყანას ალბათ არც ახსოვს. კარგია. გამოცდებს თუ ვერ ჩავაბარებთ, კანონნასწავლები
ხომ მაინც ვიქნებით =D... მოკლედ ვემზადებით
რამდენიმე ასეული ადამიანი და გაფაციცებით ველოდებით ვაკანსიების გამოცხადებას.
Saturday, October 25, 2014
„ხომ არაფერს აშავებენ , მაინც დანაშაულია“...
დაკო მურადაშვილი
..დიდი ხანია ვფიქრობდი რა დამერქმია ამ ბლოგისათვის
და ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი უმოქმედობით არც არაფერს ვაშავებ, მაგრამ ამავე დროს ჩემი უმოქმედობისა
და სიჩუმის გამო გამუდმებული დანაშაულის გრძნობა მდევს თან, ეს სათაური ყველაზე საუკეთესო
ვარიანტია.. თან სხვა დანაშაულზეც მინდა დავწერო, სადაც დამნაშავე ალბათ ისევ ჩვენ
ვართ და ჩვენი საზოგადოება...
რა თქმა უნდა დანაშაული ბევრნაირი არსებობს და ყველა
დანაშაულზეც შესაბამისად აგებენ პასუხს (ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში).
Tuesday, October 21, 2014
მოედნის გეოპოლიტიკა, ანუ ეს ომი სტალინმა არ უნდა მოიგოს
„არ არსებობს ისეთი მტერი ქვეყნისათვის,
როგორიც კოლონიზატორების მიერ გაზრდილი ინტელიგენციაა“
ჯავაჰარალ ნერუ
ივანე კოპაძე
რამოდენიმე თვის წინ ქალაქ გორში მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა. 64-მა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდამ პეტიციას მოაწერა ხელი, გორის მთავარ მოედნისთვის „ევროპის“ სახელის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში და დაინტერესებულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ინიციატივის ავტორებს ხან უწიგნურობა დაბრალდათ და ხანაც ცრუ ლიბერალობა. მათი დამცველი კი შედარებით ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე მოწინააღმდეგე, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდებზე 10 და მეტი წლით იყვნენ უფროსები.Monday, October 20, 2014
,,ჩვენს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია“
ანი ბალიაშვილი
მე ჩემი მშობლების შვილებიდან მეოთხე გოგო ვარ. მახსოვს მამაჩემთან სტუმრად მოსული მეგობრები როგორ ხუმრობდნენ მის ბევრ გოგოებზე. აქილიკებდნენ იმის გამო, რომ მას ბიჭი არ „გამოუვიდა“ . - ეს რომელია?? მეოთხე?? ვაჰ, ამანაც არ გაგიმართლა ჰო?? ვაჰ ჰა..ჰა....“
თურმე არ გავუმართლე. ასე გადაწყვიტა საზოგადოებამ. ჩემი დაბადება შეცდომა იყო, მეუბნება ის. ჩემს მაგივრად მამაჩემს ბიჭი უნდა ჰყოლოდა, რომელიც გვარის გაგრძელებით გაამართლებდა საკუთარ არსებობას. საზოგადოება ამქვეყნად მოვლენაში მადანაშაულებს, რაც ჩემი არჩევანი არ ყოფილა...
დღეს, როდესაც ქალების მიმართ გამოვლენილ ძალადობას ვაპროტესტებთ, ვმართავთ აქციებს, ვერთვებით დისკუსიებში და ვჩხუბობთ მეგობრებთან, სკეპტიკოსები არაადეკვატურობაში გვადანაშაულებენ. გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და ფემინისტური ოგანიზაციების პროპაგანდის შედეგია. დავუშვათ ასეა.. მაშ
რა ვისწავლეთ, რას ვსწავლობთ და რა გვაქვს სასწავლი?
გიორგი ედიშერაშვილი
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის საზოგადოებას განსაკუთრებით თავი განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა დაამახსოვრა. ამბიცურ რეფორმას მაშინ ბევრი კრიტიკოსი და გულშემატკივარი ჰყავდა. ცვლილება განათლების თითქმის ყველა რგოლს მისწვდა, ძირითად მიღწევას კი ამ სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რეფორმის შემდეგ პრაქტიკულად აღარ ბარდებოდა გამოცდები ,,ინდაურის და სოფლიდან ჩამოტანილი ნობათის’’ სანაცვლოდ.
ცალკეული მიღწევების მიუხედავად სფეროში პრობლემა დღმდე მრავლადაა ...
პროფესიონალი პედაგოგების ნაკლებობა, პრობლემური ინფრასტრუქტურა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მაღალი გადასახადები, სისტემასა და სოციუმს შორის არსებულ უფსკლულებს ჯერაც ვერ ავსებს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის საზოგადოებას განსაკუთრებით თავი განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა დაამახსოვრა. ამბიცურ რეფორმას მაშინ ბევრი კრიტიკოსი და გულშემატკივარი ჰყავდა. ცვლილება განათლების თითქმის ყველა რგოლს მისწვდა, ძირითად მიღწევას კი ამ სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რეფორმის შემდეგ პრაქტიკულად აღარ ბარდებოდა გამოცდები ,,ინდაურის და სოფლიდან ჩამოტანილი ნობათის’’ სანაცვლოდ.ცალკეული მიღწევების მიუხედავად სფეროში პრობლემა დღმდე მრავლადაა ...
პროფესიონალი პედაგოგების ნაკლებობა, პრობლემური ინფრასტრუქტურა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მაღალი გადასახადები, სისტემასა და სოციუმს შორის არსებულ უფსკლულებს ჯერაც ვერ ავსებს.
Saturday, October 18, 2014
მონობა მონობაა, ვისი ყმაც არ უნდა იყო!
„...თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია“ !
თამაზ მაყაშვილი
ლამაზი სიტყვებია და რეალური. თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ისტორიას მის ყველა ეტაპზე და მსოფლიოს ყველა კუთხეში, ადამიანების, ქვეყნების უპირველესი საზრუნავი უმრავლეს შემთხვევაში თავისუფლება იყო . თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, წირავდნენ ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს. თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლითაა გაჯერებული საქართველოს ისტორიის ფურცლები.Thursday, October 16, 2014
შეზღუდული გარემო
ვიქტორ ქარქიშვილი
დაბადებიდან ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, თავიდან როგორც ყველას მეც ასევე მიჭირდა გადაადგილება, არ მქონდა ეტლი და სხვადასხვა საშუალებით გადავაადგილდებოდი. ნელ-ნელა შეიცვალა ჩვენს მიმართ ყველაფერი, 2006-2008 წლებში
გადმოგვეცა ეტლები. ,,გორის ინვალიდთა კლუბის“ მეშვეობით იყო ბევრი აქტივობები, ღონისძიებები, ტრენინგები საზოგადოების ცნობიერების და ჩვენთვის სტიმულის ასამაღლებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რაღაცები კეთდება ეტაპობრივად, მაგრამ უფრო მეტს აზვიადებენ ვიდრე აკეთებენ.
დაბადებიდან ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, თავიდან როგორც ყველას მეც ასევე მიჭირდა გადაადგილება, არ მქონდა ეტლი და სხვადასხვა საშუალებით გადავაადგილდებოდი. ნელ-ნელა შეიცვალა ჩვენს მიმართ ყველაფერი, 2006-2008 წლებში
გადმოგვეცა ეტლები. ,,გორის ინვალიდთა კლუბის“ მეშვეობით იყო ბევრი აქტივობები, ღონისძიებები, ტრენინგები საზოგადოების ცნობიერების და ჩვენთვის სტიმულის ასამაღლებლად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რაღაცები კეთდება ეტაპობრივად, მაგრამ უფრო მეტს აზვიადებენ ვიდრე აკეთებენ.Wednesday, October 15, 2014
დასატუში ასლები
თამარ ედიშერაშვილი
„კომუნისტური მთავრობა
გადავარდა...
თანამშრომელი შედის
უფროსთან: არქივს რა
ვუყოო?
-გადაიღე ასლები
და გაანადგურეო,გაიცა ბრძანება.“
სამწუხაროდ ამ
პრინციპით იცვლება
მთავრობები საქართველოში. ,,ნაციონალური მოძრაობა“
თავისი ქმედებით
სადაც დაეჯახებოდა კანონს, სასურველ ტექსტს
ჩაამატებდა და
უკანონობას კანონად
აქცევდა. ამის გამო
ითხოვდა საზოგადოების ნაწილი მათი
მოღვაწეობის რეჟიმად შეფასებას.
„ოცნებას“ დაუდგა თუ არა უამრავი
უმუშევარი და
უუნარო უნარ-ჩვევებით
აღჭურვილი აქტივისტების დაპურების პრობლემა,
(დასაქმების პროგრამა
საქართველოში ხომ
ახლობლების და
პარტიული ამახანაგების დასაქმებას ნიშნავს)
მაშინვე ნაცების გაკვალულ გზას დაადგნენ. თვითმმართველობის კოდექსი ისე მიჭრეს-მოჭრეს, მგონი ავტორებიც ვეღარ ცნობენ (ისე გცემ დედაშენმა
ვეღარ გიცნოსო,
მართლა ამაზეა
ნათქვამი).
Tuesday, October 14, 2014
,,ჩემთვის გორის დრამატულ თეატრს საქართველოში ანალოგი არ ჰყავს’’
შმაგი ბერუაშვილი
დღევანდელ საქართველოში როგორც აღმოჩნდა ხელოვნება, კონკრეტულად კი თეატრი საკმაოდ აქტუალური საკითხია. თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა სატელევიზიო არხზე თუ ჟურნალ-გაზეთებში ხშირია სიუჟეტები და სტატიები ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ვიცით საქართველოში თეატრალური სანახაობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა.რა თქმა უნდა არა ისეთი სახით, როგორი სახითაც დღეს გვევლინება. ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, თამაშობები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს. სანახაობებში მრავლად იყო ცეკვის და მუსკის ელემენტები, სიუჟეტიც სხვადასხვა იყო, იყენებდნენ ნიღბებს, კოსტუმებს. ასეთი წარმოდგენები ხალხში იმართებოდა და თვითონ ხალხი მართავდა მათ.
Monday, October 13, 2014
,,გაფუჭებული ტელევიზორი“
ლადო ბიჭაშვილი
ამ თამაშს მახენებს დღეს
უკვე ქართული სატელევიზიო ახალი ამბები და განსაკუთრებით თოქ-შოუები. ოღონდ ერთი განსხავებაა, აქ უკვე ,,დიდი ბავშვები“
თამაშობენ.
Sunday, October 12, 2014
ყურადღება - სამთავრობო გუნდში ცვლილებაა ... [ + ფოტორეპორტაჟი]
გიორგი ედიშერაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს, ისე როგორც მთავრობაში, დღევანდელ საფეხბურთო მატჩშიც ფორვარდის და კაპიტნის პოზიცია ეკავა. ამ შემთხვევაში ნამდვილად თავისუფალი ფორვარდი გახლდათ. მას არც ოპონირებას უწევდა ვინმე და არც მწვრნელი აძლევდა გამუდმებით შენიშვნებსა და დარიგებებს. შედეგად თავისუფალმა ფორვარდმა საკუთარ ანგარიშზე ჰეთრიკი, ანუ სამი გოლი მიითვალა.
ამ შემთხვევაში თავისუფლება უდავოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. შედეგიანი იყო შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ტაიმი. ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა კარი 45 წუთის განმავლობაში მშრალად შეინახა.
Saturday, October 11, 2014
დეპუტატი ნიმდიდან
ქალი რომელიც
სულ ლაპარაკობს
მანტიაში უფრო წარმომედგინა ჩემი თავი, ვიდრე პოლიტიკოსის ტრიბუნასთან. თოთხმეტ წლიანი საადვოკატო პრაქტიკის მიუხედავად, მანტიამ ვერ მოაღწია ადვოკატამდე. მოკლედ, მანტიის ძიებაში პოლიტიკოსის ტრიბუნასთან აღმოვჩდნი. თავს აღარ შეგაწყენთ იმ ახლო წარსულის გახსენებით, ვარდების სროლა ქვებით რომ დაამთავრეს. ახალა ის უფრო მაფიქრებს, ჩვენ რას ,,გვესვრიან".
Friday, October 10, 2014
ქვეყანა ავად არის, ავად ვართ ჩვენც…
თამარ მურალოვა
,,კაცი რომ ხელებს დაიბანს და იტყვის აწი რაც ვაშენე
და ვაკეთე საკმარისია ახლა სხვებმა აშენონო,
იმ დღიდან ანგრევს რაც კი შეუქმნია
და აუშენებიაო” დიდი ოტიას სიტყვებია. ჩვენ
დიდი ვერაფერი ბედენა ხალხი ვართ, დიდი აღმშენებლობებით
რომ თავი მოვიწონოთ, მაგრამ სამაგიეროდ მაგრები
ვართ აშენებულის დანგრევაში, სხვის ლანძღვაში, გაქილიკებაში, შურსა და ბოროტებაში
( განსაკუთრებით თუ ვინმე ჩვენში კარგი გამოერია) დავკორტნით,
მოვთხრით, ასე რომ ძალიან
„ზომიერები“ ვართ სიკეთისა და კარგის
დანახვაში.
ქ.გორის იმედგაცრუებუული და მოტყუებული მოსახლეობა
ლევან ბაგრიარავის აზრად არ მოსდის უფრო ხშირად არ არიან დაინტერესებულნი თუ როგორ ცხოვრობს მათი ამომრჩეველი. არავის აზრად არ მოსდის უბრალოდ მივიდნენ და ნახონ, დაელაპარაკონ, გაიზიარონ მათი გაჭირვება. ეს ხალხი ხომ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, მათი ხმების უმრავლესობით ხომ მოვიდნენ უმრავლესობაში ,მათ ხომ დიდი იმედების და ოცნებების ასრულებას და ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობას.
Wednesday, October 8, 2014
თერთმეტს ცხრა სჯობდა, ცხრას კი ორი (ჯერ) სჯობს.
ნოდარ სხირტლაძე
დღეებია, ვფიქრობ,
რას ნიშნავს „24 საათის განმავლობაში“ მუშაობა.
იმასაც ვფიქრობ, ვინაა ჩვენს რეალობაში ასე დატვირთული. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ბევრი ფიქრის
მიუხედავად (ინტერნეტშიც
ბევრი ვეძებე), ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე. ამიტომ ისევ ვოლსკის და იმ „ოცნება ქალის“
განმარტებებს დავჯერდები-- 24 საათის განმავლობაში თბილისის მერის მოადგილეები და რაიონების
გამგებლები მუშაობენ.
ამ ყველაფერმა
2012 წლის ივლისში კახეთში მომხდარი სტიქია გამახსენა. მაშინ დაზარალებულებს დაახლოებით
1 500 ლარიანი კომპენსაცია მისცეს. გამგებლებმა და საკრებულოს
თავმჯდომარეებმა კი საკუთარ თავს 2 000 ლარიანი პრემია გამოუწერეს.
Monday, October 6, 2014
სოციალური საწარმო და ტრენინგ-ცენტრი ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის
გოგა აფციაური
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მედიით გავრცელებულმა ციხის
კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, შეიცვალა დამოკიდებულება სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში მყოფი პირების მიმართ. ბევრ მათგანს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ. იმართებოდა საპროტესტო
აქციები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. არაერთი ანალიტიკოსის აზრით სწორედ ამ კადრებმა
განაპირობა არჩევნებზე მმართველი ნაციონალური მოძრაობის მარცხი. ხელისუფლებაში
მოსული კოალიცია „ქართული ოცნება“ გამოწვევის წინაშე დადგა.
Friday, October 3, 2014
იეროგლიფური აზრება

სოფია რეზრიჩენკო
ზოგჯერ მგონია, რომ აზრებმა რომლებმაც ბოლო დროს ჩემში ძალიან მკვეთრი ფერები მიიღეს, იეროგლიფებად იქცნენ...გაურკვეველ იეროგლიფებად, რომლებიც სამწუხაროდ ბევრს არ ესმის (თუმცა იეროგლიფებისმცოდნენიც მეგულებიან) ან უბრალოდ მათ რაციონალური ახსნები არ აქვთ.
არასდროს მიყვარდა თვითტკბობის გრძნობა. სამწუხაროდ ირგვლივ „ქართული ღირსებით“ აღსავსე უამრავ თვითკმაყოფილ სახეს ვხედავ. ძვირადღირებული მანქანებიდან მომზირალ სახეებს, მანქანის შესაძენად გამოტანილ საბანკო კრედიტებს, რომ დღემდე იხდიან და ამას საკუთარი სახელისა თუ გვარის ინიციალებიანი ახალი სანომრე ნიშნებისთვის გამოტანილი კრედიტებიც რომ მიამატეს. ვხედავ რესტორნებში მაგიდებზე სართულებად გადაშლილი სუფრიდან მომზირალ სახეებს, მეუღლეების, დედებისა თუ ცოლების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით, რომ იყიდეს თვითკმაყოფილების რამდენიმე „ღირსეული ვახშმის“ საათი.
Thursday, October 2, 2014
„დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში თალხნად იყო“
თამარ ედიშერაშვილი
მარტო ანდაზები კი არა გვაქვს თავსატეხი, კანონებსაც
ეგრე ვწერთ,მაშ!
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა უფლება
მისცა მერიებს რამდენიც გაეხარდებათ იმდენი შტატი შემოიღონ.
(ახლა დამიწყებენ კვოტებზე ლაპარაკს, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, რომ კანონი წაკითხული მაქვს
და ნამდვილად ძალიან ბევრია).
Monday, September 29, 2014
უტუალეტო ქალაქი
ნინო დალაქიშვილი
სტერეოტიპების ქვეყანა რომ ვართ, მგონია ვიცით ყველამ, მაგრამ რამდენად არის ჩვენში მძაფრი სურვილი დაშთომისა სტერეოტიპებში ჩარჩენილ ქვეყნად - საკითხავი, აი ეს არის.
უმაგრესი ბებიაჩემი ერთ ამბავს გვიყვებოდა ხოლმე იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ და რატომ არ ვარგა იყო მორიდებული. ამბავი ასეთია: ბებიაჩემი და მისი ახლობელი სტუმრად წასულან. გზა გრძელი აღმოჩნდა. ორივეს მოშიებია. ბებიაჩემის თანამგზავრი თურმე განსაკუთრებით შეწუხებულა ამით და ხშირ-ხშირად იმეორებდა, ოჰ, როგორ მშია, უჰ, როგორ მშია, ნეტავი ერთი რაიმე მაჭამაო.
უმაგრესი ბებიაჩემი ერთ ამბავს გვიყვებოდა ხოლმე იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ და რატომ არ ვარგა იყო მორიდებული. ამბავი ასეთია: ბებიაჩემი და მისი ახლობელი სტუმრად წასულან. გზა გრძელი აღმოჩნდა. ორივეს მოშიებია. ბებიაჩემის თანამგზავრი თურმე განსაკუთრებით შეწუხებულა ამით და ხშირ-ხშირად იმეორებდა, ოჰ, როგორ მშია, უჰ, როგორ მშია, ნეტავი ერთი რაიმე მაჭამაო.
Saturday, September 27, 2014
,,მე მოქალაქე, ჩვენ სამოქალაქო“
ლადო ბიჭაშვილი პირველრიგში მადლობა იმისთვის, რომ ასე აქტიურად და საინტერესოდ წერთ, რომ გითხრათ არ ველოდითქო მოგატყებთ. მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გვთავაზობთ თქვენს ხედვას, აფასებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით არის ქვეყანაში, რეგიონში, ჩვენს ქალაქში და რომელიც აისახება ჩვენზე. დასაწყისისთვის კარგია და გზადაგზა შემოგვიერთდებიან კიდევ.. იმდენი კომპეტენტური აზრი მოვისმინე, რომ უკვე ვფქირობ ორ რამეზე, საერთოდ დავწერო თუ არა და თუ დავწერ, რა თემაზე? და რა დავწერო?... გადავწყვიტე დამეწერა ჩვენზე როგორც მოქალაქებზე, ჩვენი როლისა და პასუხიმგებლობის ერთ-ერთ ეპიზოდზე, ესეც არასრულად და არც მთავრი აქცენტები იქნება გამოკვეთილი. მიუხედავად ამისა ვფიქრობ საინტერესო გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოგის ქვემოთ კომენტარების ველია თქვენს განკარგულებაში.
მოქალაქის როლი ოთხ წელიწადში ერთხელ სამი არჩევნების: თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემით არ იწყება და არც მთავრდება.
Friday, September 26, 2014
,,სოფლელი, უდონო,დაუვარცხნელი და უგემოვნო'' ჟურნალისტის ბლოგი

მალხაზ მიქელაძე
მაღალი დონე და წნეხში მყოფი ჟურნალისტები, ამ სახის მედია უნდოდა ჩვენს "fashion"დირექტორს დაემკვიდრებინა შიდა ქართლში.ალბათ იკითხავათ, რას მიიჩნევდა დირექტორი მაღალ დონედ?
როდესაც ჩვენ ეს კითხვა დავსვით და ჩვენი სტანდარტები შევთავაზეთ, სწორედ მაშინ სოფლელები გავხდით.
საინტერესოა, ისიც თუ რას მოიაზრებს დირექტორი სოფლელობაში: გეოგრაფიულ მოცემულობას, რომელიც დამამცირებელი და სათაკილო ცხადია არა არის,თუ პროვინციალიზმს?! (აზროვნების ტიპს) საინტერესო ის გარემოებაცაა, რომ თავად დირექტორი სოფლელია(ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) გორის რაიონის სოფელ"ქვეშშია დაბადებულ-გაზრდილი.
''ჩვენ უნდა ვიყვეთ მაღალი დონის და არა სოფლის დონის ტელევიზია" - ხშირად ამბობდა ამ სიტყვებს,თუმცა "მაღალ დონეს" ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ხელისშემწყობი პირობები ესაჭიროება. ფერად-ფერადი მაგიდები მაღალი სტანდარტებისთვის არ კმარა.
ჟურნალისტები როგორც ,,მოცეკვავეები''

გვანცა დოლუაშვილი
გამარჯობა.
მე გვანცა ვარ და 22 წელია ვცხოვრობ საზოგადოებაში, რომელიც დაუღალავად ცდილობს, საკუთარ „დაკრულზე მაცეკვოს“.
მათთან ურჩობა 4 წელია უფრო მეტად მიჭირს, მე ხომ 2010-დან ჟურნალისტი ვარ.
მავანს აღნიშნულზე ჩაეცინება და პოსტის კითხვასაც შეწყვეტს.
ნაწილი რეალობის დრამატიზებას დამაბრალებს, თუმცა მე კიდევ უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი, დიახაც, დღესდღეობით საზოგადეობა არის „დამკვრელი“, ჟურნალისტები კი ხშირად „მოცეკვავეებს“ ვგავართ.
ვგონებ. მიხვდი რასაც ვგულისხმობ, თუმცა მეტი სიცხადისთვის ვეცდები საკუთარი მოსაზრების სისწორეში, რეალური არგუმენტებით დაგარწმუნო.
დასაწყისშივე შეგახსენებ, რომ მე და შენ ერთად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მალე მედია საშუალებებზე ნაკლები ხე დაგვრჩება. მგონი, არც ისაა სადაო, რომ დემოგრაფიული პრობლემაც კი ნაკლებად საგანგაშო იქნებოდა, საინფორმაციო საშუალებების რაოდენობის ზრდის შესაბამისი რომ იყოს შობადობა ჩვენს ქვეყანაში.
Wednesday, September 24, 2014
,,ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა"
ლია ჩლაჩიძე
20 სექტემბრის გვიან ღამის სიჩუმეს ერგნეთში მხიარული ხმები, სროლები და ფოიერვერკები აყრუებენ. ცაში ნაირფერი მოზაიკა იფრქვევა. ცხინვალში ე.წ. „დამოუკიდებლობის‘’ დღეს ზეიმობენ. ოკუპირებულ ტერიტორიას არჩევანი გააკეთებინეს, არჩევანი მათ-არადანი ჩვენ.
20 სექტემბრის გვიან ღამის სიჩუმეს ერგნეთში მხიარული ხმები, სროლები და ფოიერვერკები აყრუებენ. ცაში ნაირფერი მოზაიკა იფრქვევა. ცხინვალში ე.წ. „დამოუკიდებლობის‘’ დღეს ზეიმობენ. ოკუპირებულ ტერიტორიას არჩევანი გააკეთებინეს, არჩევანი მათ-არადანი ჩვენ.
Monday, September 22, 2014
დღეს გვაქვს უკეთესი ქვეყანა ვიდრე გუშინ?
კახა ტოლიაშვილი
წინასაარჩევნო დაპირებები:
განახევრებული ტარიფები, უამრავი სამუშაო ადგილი, 100 ქარხანა, პენსია 220 ლარი, დიდი აღმშენებლობა, კარტოფილის
თესლი მთელ საქართველოს და უამრავი სხვა. სიბინძურით მოპოვებული რეიტინგი: ბარბარე
რაფალიანცის მკვლელობა, ვირტუალური ცოცხების ისტორია, ჩვენს ქალაქში დადგმული სტალინის
ძეგლი და გახსნილი ერგნეთის ბაზრობა.
რას ვხედავთ დღეს: გაჩერებულ
დაპაუზებულ საქართველოს, გაზრდილ კრიმინალს, პრემიებად გაცემულ ასობით მილიონს, მოტყუებულ
ხალხს და ჩვენი ქვეყნის განვითარების დაღმასვლას.
64 db

გოგა აფციაური
გორში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ახალგაზრდების მიერ მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების სურვილმა და მერე ვირტუალურ ქალაქში ამ თემაზე ატეხილმა აჟიოტაჟმა, აგვისტოს ომიდან ერთი ეპიზოდი გამახსენა.
2008 წლის აგვისტოში გორი უკვე ოკუპირებული იყო, ქალაქის გასასვლელებში
ხიდებზე და სტრატეგიულ სიმაღლეებზე რუსეთის არმიის ჯარისკაცები და ჯავშანტექნიკა იდგა. ქალაქის რამდენიმედღიანი კომენდატი
ვიაჩესლავ ბორისოვი ყოველ დღე კომენდატის საათს
სხვადასხვა დროს გვიწესებდა. არ მახსოვს იმ დღეს კომენდატის საათი რომელზე დაიწყო.
ალბათ იქნებოდა ღამის 11 საათი რამდენიმე კაცი ისევ ადმინისტრაციულ შენობასთან, ცენტრალურ
მოედანზე ვიდექით. ქალაქში მყუდროება იწვა. საერთო დუმილს რამდენიმე კაცის ხმადაბალი
გადალაპარაკება არღვევდა.
Subscribe to:
Posts (Atom)














