Friday, March 27, 2015

ჩემი ქვეყანა და მისი პრემიერი

გვანცა დოლუაშვილი                                                                                        

საღამომშვიდობისა, 

მე ჟურნალისტი ვარ და ვფიქრობ, რომ  ჩემი ქვეყნის პრემიერს მეც „ფოსტალიონი“ ვგონივარ, ჩემი კოლეგების მსგავსად. 

არა, ეს სულაც არ მიკვირს, რადგან ის, ვისაც შეუძლია, ათასობით ადამიანს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ფულზე გაყიდული უწოდოს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის არსებობა წამითაც  ვერ დაუშვას, უსიამოვნო კითხვის დამსმელ ჟურნალისტს „ფოსტალიონობას“ რატომ ვერ დასწამებს?