„...თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია“ !
თამაზ მაყაშვილი
ლამაზი სიტყვებია და რეალური. თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ისტორიას მის ყველა ეტაპზე და მსოფლიოს ყველა კუთხეში, ადამიანების, ქვეყნების უპირველესი საზრუნავი უმრავლეს შემთხვევაში თავისუფლება იყო . თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, წირავდნენ ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს. თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლითაა გაჯერებული საქართველოს ისტორიის ფურცლები.


