გიორგი ედიშერაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს, ისე როგორც მთავრობაში, დღევანდელ საფეხბურთო მატჩშიც ფორვარდის და კაპიტნის პოზიცია ეკავა. ამ შემთხვევაში ნამდვილად თავისუფალი ფორვარდი გახლდათ. მას არც ოპონირებას უწევდა ვინმე და არც მწვრნელი აძლევდა გამუდმებით შენიშვნებსა და დარიგებებს. შედეგად თავისუფალმა ფორვარდმა საკუთარ ანგარიშზე ჰეთრიკი, ანუ სამი გოლი მიითვალა.
ამ შემთხვევაში თავისუფლება უდავოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. შედეგიანი იყო შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ტაიმი. ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა კარი 45 წუთის განმავლობაში მშრალად შეინახა.
არ ვიცი, რა გვიშლის ხელს მშრალად შევინახოთ ის კარიც საიდანაც გამუდმებით, თითქმის ყოველდღიურად გვეპარება ყბადაღებული კრიმინალი. არ მგონია აქ შეზღუდული თავისუფლება იყოს დამნაშავე, იქნებ მეტად გამოცდილი გოლკიპერია საჭირო?
მატჩის განმავლობაში თითქმის ყველა მოთამაშემ განიცადა ცვლილება, მინისტრი იყო ეს თუ ფეხბურთელი, ჭიკაიძე თუ კალაძე. ერთადერთი ვინც ორი ტაიმი მოედანზე უცვლელად დაჰყო ეს პრემიერი ღარიბაშვილი გახლდათ.
მატჩის იდეაზე დამავიწყდა მეთქვა. ცხინვალისა და თბილისის გუნდებს შორის, გორის დილას სტადიონზე გამართული შეხვედრა ქართული-ოსური კონფლიქტის საკითხს უკავშირდებოდა. ამ იდეამ ორი დღის წინ ხუბუტიას მოსკოვური ღონისძიება გამახსენა. მეორე დღეს ინგა გრიგორიას ,,რეაქციაში'' ქართული დიასპორის ლიდერმა გვამცნო, რომ აფხეზებთან და ოსებთან შერიგება მხოლოდ მოსკოვის გავლითაა შესაძლებელი. ცოტა უნცაური პარალელია, მაგრამ რადგან მოსკოვური და გორის აქტივობა ერთი კვირის ინტერვალით გაიმართა, ლოგიკურად გამოიკვეთა შერიგების ორი მთავარი ვექტორი: ფეხბურთი და ხუბუტია.
მატჩი, რომელსაც თვალს მხოლოდ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები და მთავრობის წარმომადგენლები ადევდნებდნენ ფრედ 4:4 - დასრულდა. როგორც იტყვიან თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა. გორის მოსახლეობის ნაწილი ამაოდ შეეცანდა ბურჯანაძის სახელობის მოედნის ტრიბუნებამდე შეღწევას, მათ კი ვინც ეს შეძლო გულწრფელად გამანდო საკუთარი ემოცია: ,,როცა ასეთი ღონისძიებები იმართება, როდესაც მინისტრები რეგიონებს სტუმრობენ მათთან დისტანციის განცდა აღარ მაქვსო''.
როგორც მოგახსენეთ გორს ასეთი განცდა მაინც დარჩა.
ცარიელი ტრიბუნები, პერიმეტრზე მობილიზებული დაცვის სამსახური, მშრალად შენახული ტაიმი და ეფექტური ჰეთრიკი - ეს მატჩის დღევანდელი შედეგია. რა შედეგი მოყვება დღევანდელ თამაშს ინტეგრაციისა და შერიგების გზაზე ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.
photo: G.e

No comments:
Post a Comment