Saturday, September 27, 2014

,,მე მოქალაქე, ჩვენ სამოქალაქო“

 ლადო ბიჭაშვილი                                      
პირველრიგში მადლობა იმისთვის, რომ ასე აქტიურად და საინტერესოდ წერთ, რომ გითხრათ არ ველოდითქო მოგატყებთ.   მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გვთავაზობთ თქვენს ხედვას, აფასებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით არის ქვეყანაში, რეგიონში,  ჩვენს ქალაქში და რომელიც აისახება ჩვენზე.  დასაწყისისთვის კარგია და გზადაგზა შემოგვიერთდებიან კიდევ.. იმდენი კომპეტენტური აზრი მოვისმინე, რომ უკვე ვფქირობ ორ რამეზე,  საერთოდ დავწერო თუ არა და თუ დავწერ, რა თემაზე? და რა დავწერო?...  გადავწყვიტე დამეწერა  ჩვენზე როგორც მოქალაქებზე, ჩვენი როლისა და პასუხიმგებლობის ერთ-ერთ ეპიზოდზე,  ესეც არასრულად და არც მთავრი აქცენტები იქნება გამოკვეთილი.  მიუხედავად ამისა ვფიქრობ საინტერესო გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოგის ქვემოთ კომენტარების ველია თქვენს განკარგულებაში.
მოქალაქის როლი ოთხ წელიწადში ერთხელ სამი არჩევნების: თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემით არ იწყება და არც მთავრდება.

Friday, September 26, 2014

,,სოფლელი, უდონო,დაუვარცხნელი და უგემოვნო'' ჟურნალისტის ბლოგი




მალხაზ მიქელაძე
მაღალი დონე და წნეხში მყოფი ჟურნალისტები, ამ სახის მედია უნდოდა ჩვენს "fashion"დირექტორს დაემკვიდრებინა  შიდა ქართლში.ალბათ იკითხავათ, რას მიიჩნევდა დირექტორი მაღალ დონედ?

როდესაც ჩვენ ეს კითხვა დავსვით და ჩვენი სტანდარტები შევთავაზეთ, სწორედ მაშინ სოფლელები გავხდით.

საინტერესოა, ისიც თუ რას მოიაზრებს დირექტორი სოფლელობაში: გეოგრაფიულ მოცემულობას, რომელიც დამამცირებელი და სათაკილო ცხადია არა არის,თუ პროვინციალიზმს?! (აზროვნების ტიპს) საინტერესო  ის გარემოებაცაა, რომ თავად დირექტორი სოფლელია(ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) გორის რაიონის სოფელ"ქვეშშია დაბადებულ-გაზრდილი.

''ჩვენ უნდა ვიყვეთ მაღალი დონის  და არა სოფლის დონის ტელევიზია" - ხშირად ამბობდა ამ სიტყვებს,თუმცა "მაღალ დონეს"  ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ხელისშემწყობი პირობები ესაჭიროება. ფერად-ფერადი მაგიდები მაღალი სტანდარტებისთვის  არ კმარა.

ჟურნალისტები როგორც ,,მოცეკვავეები''


გვანცა დოლუაშვილი

გამარჯობა.
მე გვანცა ვარ და 22 წელია ვცხოვრობ საზოგადოებაში, რომელიც დაუღალავად ცდილობს, საკუთარ „დაკრულზე მაცეკვოს“.
მათთან ურჩობა 4 წელია უფრო მეტად მიჭირს, მე ხომ 2010-დან ჟურნალისტი ვარ.
მავანს აღნიშნულზე ჩაეცინება და პოსტის კითხვასაც შეწყვეტს.
ნაწილი  რეალობის დრამატიზებას დამაბრალებს, თუმცა მე კიდევ უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი, დიახაც, დღესდღეობით საზოგადეობა არის „დამკვრელი“, ჟურნალისტები კი ხშირად „მოცეკვავეებს“ ვგავართ.

ვგონებ. მიხვდი რასაც ვგულისხმობ, თუმცა მეტი სიცხადისთვის ვეცდები საკუთარი მოსაზრების სისწორეში, რეალური არგუმენტებით დაგარწმუნო.
დასაწყისშივე შეგახსენებ, რომ მე და შენ  ერთად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მალე მედია საშუალებებზე ნაკლები ხე დაგვრჩება. მგონი, არც ისაა სადაო, რომ დემოგრაფიული პრობლემაც კი ნაკლებად საგანგაშო იქნებოდა, საინფორმაციო საშუალებების რაოდენობის ზრდის შესაბამისი  რომ იყოს  შობადობა ჩვენს  ქვეყანაში.

Wednesday, September 24, 2014

,,ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა"

ლია ჩლაჩიძე
20 სექტემბრის გვიან ღამის სიჩუმეს ერგნეთში მხიარული ხმები, სროლები და ფოიერვერკები აყრუებენ. ცაში ნაირფერი მოზაიკა იფრქვევა. ცხინვალში ე.წ. „დამოუკიდებლობის‘’ დღეს ზეიმობენ. ოკუპირებულ ტერიტორიას არჩევანი გააკეთებინეს, არჩევანი მათ-არადანი ჩვენ.

Monday, September 22, 2014

დღეს გვაქვს უკეთესი ქვეყანა ვიდრე გუშინ?

კახა ტოლიაშვილი
წინასაარჩევნო დაპირებები: განახევრებული ტარიფები, უამრავი სამუშაო ადგილი, 100 ქარხანა,  პენსია 220 ლარი, დიდი აღმშენებლობა, კარტოფილის თესლი მთელ საქართველოს და უამრავი სხვა. სიბინძურით მოპოვებული რეიტინგი: ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ვირტუალური ცოცხების ისტორია, ჩვენს ქალაქში დადგმული სტალინის ძეგლი და გახსნილი ერგნეთის ბაზრობა.
რას ვხედავთ დღეს: გაჩერებულ დაპაუზებულ საქართველოს, გაზრდილ კრიმინალს, პრემიებად გაცემულ ასობით მილიონს, მოტყუებულ ხალხს და ჩვენი ქვეყნის განვითარების დაღმასვლას.

64 db


გოგა აფციაური

გორში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა,  ახალგაზრდების მიერ მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების სურვილმა და მერე ვირტუალურ ქალაქში ამ თემაზე ატეხილმა აჟიოტაჟმა,  აგვისტოს ომიდან ერთი ეპიზოდი გამახსენა.  
  
2008 წლის აგვისტოში გორი უკვე ოკუპირებული იყო, ქალაქის გასასვლელებში ხიდებზე და სტრატეგიულ სიმაღლეებზე რუსეთის არმიის ჯარისკაცები და  ჯავშანტექნიკა იდგა. ქალაქის რამდენიმედღიანი კომენდატი ვიაჩესლავ ბორისოვი  ყოველ დღე კომენდატის საათს სხვადასხვა დროს გვიწესებდა. არ მახსოვს იმ დღეს კომენდატის საათი რომელზე დაიწყო. ალბათ იქნებოდა ღამის 11 საათი რამდენიმე კაცი ისევ ადმინისტრაციულ შენობასთან, ცენტრალურ მოედანზე ვიდექით. ქალაქში მყუდროება იწვა. საერთო დუმილს რამდენიმე კაცის ხმადაბალი გადალაპარაკება არღვევდა.

ყველა მთავრობის ხელში დაიკარგა ადამიანის ფაქტორი

ოლია ბრაგვაძე
კარგად იცით როგორ მიყვარს სამშობლო, მაგრამ იმასაც ვეთანხმები, რომ სამშობლო მხოლოდ მაღალი მთები არაა. 
ყველა მთავრობის ხელში დაიკარგა ადამიანის ფაქტორი.  ხალხს და თანაც თავმოყვარე ხალხს კი არ უნდა აჩუქო, უნდა დაასაქმო, რომ არსობის პური თავად იშოვოს. მეგონა, რომ როგორც კი გაიმარჯვებდა ''ოცნება'', დიდი თუ არა, მცირე საწარმოების აშენებას დაიწყებდა. შეიძლება აქვთ ობიექტური ახსნა, რატომ ვერ მოხდა ასე, მაგრამ მე ჩემს აზრზე ვდგავარ.

Sunday, September 21, 2014

წინ ევროპისაკენ!

Tamaz mayaSvili
 ფეისბუქის  „გორის დარბაზის“ ჯგუფში აქტიური მსჯელობაა გაჩაღებული   ეწოდოს თუ არა  გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მდებარე მოედანს „ევროპის მოედანი“.  დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და ვეცნობი მიმდინარე კომენტარებს.
ჩემთვის თვითონ პროცესია უფრო საინტერესო ვიდრე შედეგი, რადგან ამ მხრივ  წინა ხელისუფლების დროსაც დადგა შედეგი მაგრამ ამან ე.წ„სტალინიზმის სინდრომი“  ვერ ამოშალა ჩვენი ცნობიერებიდან.