Monday, September 22, 2014

ყველა მთავრობის ხელში დაიკარგა ადამიანის ფაქტორი

ოლია ბრაგვაძე
კარგად იცით როგორ მიყვარს სამშობლო, მაგრამ იმასაც ვეთანხმები, რომ სამშობლო მხოლოდ მაღალი მთები არაა. 
ყველა მთავრობის ხელში დაიკარგა ადამიანის ფაქტორი.  ხალხს და თანაც თავმოყვარე ხალხს კი არ უნდა აჩუქო, უნდა დაასაქმო, რომ არსობის პური თავად იშოვოს. მეგონა, რომ როგორც კი გაიმარჯვებდა ''ოცნება'', დიდი თუ არა, მცირე საწარმოების აშენებას დაიწყებდა. შეიძლება აქვთ ობიექტური ახსნა, რატომ ვერ მოხდა ასე, მაგრამ მე ჩემს აზრზე ვდგავარ.
  ქვეყანას ვერ ააშენებს დათრგუნული, სხვისა ხელის შემყურე ადამიანი. გაიარეთ ქუჩებში-ადამიანებს სიცილი დაავიწყდათ, ამაყად მომავალს რამდენს შეხვდებით?  მე იშვიათად მიწევს გარეთ გასვლა, მაგრამ როცა გავდივარ გულდამძიმებული ვბრუნდები. მინდა ობიექტური ვიყო: კაცს ვე დავასახელებ, ვისზეც მგონია, რომ  რამეს გამოასწორებს, რადგან ორი ''ოქროს ურდო'' ითხოვს ჩვენგან ხელზე მთხვევას და თავიანთ ამღერებულ წეს-კანონებზე ჩვენს აცეკვებას. ეს ჩვენი ქვეყნის ცუდი იღბალია. მეცოდებიან კიდეც მაღალ სკამებზე მჯდომნი, იქნებ ჩვენზე მეტად შესტკივათ გული, მაგრამ ვითომ გალაღებულებს ჩვენზე მეტადა აქვთ ხელები გასკვანჩულები... ხელფასი კი აქვთ მაღალი, მაგრამ ბევრს ბოლოს ეგეც ცეცხლად წამოედინებათ ხოლმე. ღმერთმა გადმოხედოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.


No comments:

Post a Comment