
მალხაზ მიქელაძე
მაღალი დონე და წნეხში მყოფი ჟურნალისტები, ამ სახის მედია უნდოდა ჩვენს "fashion"დირექტორს დაემკვიდრებინა შიდა ქართლში.ალბათ იკითხავათ, რას მიიჩნევდა დირექტორი მაღალ დონედ?
როდესაც ჩვენ ეს კითხვა დავსვით და ჩვენი სტანდარტები შევთავაზეთ, სწორედ მაშინ სოფლელები გავხდით.
საინტერესოა, ისიც თუ რას მოიაზრებს დირექტორი სოფლელობაში: გეოგრაფიულ მოცემულობას, რომელიც დამამცირებელი და სათაკილო ცხადია არა არის,თუ პროვინციალიზმს?! (აზროვნების ტიპს) საინტერესო ის გარემოებაცაა, რომ თავად დირექტორი სოფლელია(ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) გორის რაიონის სოფელ"ქვეშშია დაბადებულ-გაზრდილი.
''ჩვენ უნდა ვიყვეთ მაღალი დონის და არა სოფლის დონის ტელევიზია" - ხშირად ამბობდა ამ სიტყვებს,თუმცა "მაღალ დონეს" ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ხელისშემწყობი პირობები ესაჭიროება. ფერად-ფერადი მაგიდები მაღალი სტანდარტებისთვის არ კმარა.
ყურადღებას არ გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩაცმას გვიწუნებდა და ,,თავის დონედ'' არ განგვიხილავდა. თურმე,ერთი ჟურნალისტისთვის ისიც კი უთქვამს, რომ თმადასავარცხნი დავდიოდით სამსახურში.თუ მაინც დონეზე მიდგა საუბარი, რაც ჩემთვის ყოვლად გაუგებარი კომპონენტია, როცა ადამიანების შეფასება - დაფასებას ეხება საქმე, მაღალი დონე იცით რა არის ქალბატონო დირექტორო? როდესაც ადამიანებს არ ყოფთ კლასებად, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი მისამართისა.
მათთვის ვინც გვიცნობს შევახსენებ რომ ის გუნდი რომელიც დიადან წამოვედით "ჩვენი დაბალი დონის" გამო, მრავალი წელია მედიასფეროში ვმოღვაწეობთ და ვქმნით მნაღალი სტანდარტის მედიაპროდუქტს.თუმცა ამ საკითხზე ალბათ უფრო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს აქცენტები. როგორც აღმოჩნდა ეს პროდუქტი მხოლოდ ქ.ბ დირექტორისთვის იყო მიუღებელი.
p.s მე არაფერს ვთხრი. მე მხოლოდ ვამხელ!
მეგობრებო იცით რას გირჩევთ??იმდენნი ხართ და ისეთი მაგრები და გამოცდილები, მოდი თქვენი ტელევიზია გააკეთეთ..მაგ ქალის ატანაზე რთული ხომ არ იქნება??
ReplyDelete