Friday, September 19, 2014

შემთხვევა

ნინო წეწვაძე
შემთხვევით ვეზიარე სიცოცხლეს. შემთხვევით შევეძინე ოჯახს და შევიძინე დედმამიშვილები. შემთხვევით მოვხვდი  კლასში, რომელშიც სწავლობდა ჩემი მომავალი  მეუღლე. შემთხვევით ავირჩიე პროფესია. შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელმაც შემაფასა როგორც საჭირო ადამიანური რესურსი (საკუთარი კომპანიისთვის) და დავიწყე კარიერის კეთება....

დავიწყებული ისტორია

მარიამ თედლიაშვილი                                             
ოლას სოფელშიც დგახარ, ბედის ირონიაც ამას ქვია!

ჩემი მეგობარი ირაკლი ხვადაგინი, რომელიც  ,,საბჭოთა კვლევის ლაბორატორას“ წარმოადგენს,  მირეკავს და ანა/ოლა სალოღაშვილზე მეკითხება, გორის რაიონის სოფელ მეჯვრიხევიდან იყო  და  ინფორმაციას მაწვდის, რომ ოლა/ანა   სალოღაშვილი 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.

Thursday, September 18, 2014

“უკუღმა ასინეთა, უკუღმა! “

თამარ ედიშერაშვილი
პატიოსნება გრიპი არ არისრომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს”- ნოდარ დუმბაძე.
პატიოსნება თავისუფალი ნების ადამიანის ხვედრი მგონია და არც თავისუფლებაა გრიპი, ვინმესგან შეგხვდეს.
იმ ქვეყანას რომელზეც ვოცნებობთ, სწორედ თავისუფალი ნების ადამიანები სჭირდება.
ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა რომ 15 სექტემბერს ყელქცეულის სკოლაში დავესწარი ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საიდანაც ძალიან შეწუხებული წამოვედი.

Tuesday, September 16, 2014

„ქართველობას გვართმევენ“ ?!

გიორგი გამდლიშვილი


„ქართველობას გვართმევენ“... ეს ფრაზა ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია,  ვინ რას გულისხმობს ამ ერთ ფრაზაში უფრო ინდივიდულაურია, ვიდრე სტანდარტული. ზოგისთვის რა არის „ქართველობა“,  ზოგისთვის  კი რა, მაგრამ მაინც ყველა იქამდე მიდის,  რომ ქართველობას ჩვენ დასავლეთი და ევროპა გვართმევს.
                                 
  რა არის ეს „ქართველობა“? 

    ჩემთვის ქართველობა არის ისტორიის და ტრადიციების პატივისცემა და ამავდროულად თანამედროვე და დასავლური სტანდარტების  შესაბამისი მომავლის შექმნა. ისინი კი ვინც ევროპას  „ქართველობის წართმევაში“ ადანაშაულებენ ხშირად არგუმენტების მოჰყავთ, რომ ევროპა ჩვენ ტრადიციებს გვართმევს,  კონკრეტულად რომელ ტრადიციას, ამას კი ვერ აკონკრეტებენ.

გორი - ცხოველთა თავშესაფარი



 გიორგი ედიშერაშვილის ბლოგი 



ამ პოსტს იმის გამო არ ვწერ, რომ ძაღლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნია. უბრალოდ მაინტერესებს  ხელისუფლების, ასევე ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრება და პოზიცია ყბადაღებული მაწანწალა ძაღლების შესახებ.  აქვე გეტყვით, რომ ეს თემა პირადად ჩემთვის რამდენადაც სენსიტიური და მნიშვნელოვანი გახლავთ, საკითხი ამდენადვე წლების განმავლობაში შეუსწავლელი დამრჩა. მხედველობაში მაქვს ის, თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა უპატრონო ცხოველების პრობლემების ირგვლივ, რას გვკარნახობს ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება და საერთოდაც, სამთავრობო თუ საზოგადოებრივ დონეზე ვინ მუშაობს აღნიშნული საკითხის ირგვლივ?! ცხადია მაინტერესებს ისიც, თუ რა სამუშაოებს აწარმოებენ ზემოთჩამოთვლილი ინსტიტუტები ...

Monday, September 15, 2014

,,რუჩკებს“ არ ენდოთ

ლადო ბიჭაშვილი                  



ქალაქის მერიას რწმუნებულები ამ დრომდე ოფიციალურად დანიშნული არ ჰაყვს და იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ადამინი დაიღუპება, ოჯახს გარდაცვალების ცნობას ვერ აძლევს, რომელსაც წარადგენენ სასაფლაოს ადმინისტრაციაში იმისთვის, რომ მიწა გამოუყონ დასამარხად..  იქნებ დროზე მიხედოთ ამ პრობლემას. გახსოვდეთ არსებობს ორის სიკვდილი ბუნებრივი და პოლიტიკური.  ბუნებრივს მაღლიდან რომ იყურება ის განსაზრვრავს, ღმეთზე ვამბობ რა შუაშია ივანისვილი ან ღარიბაშვილი, პოლიტიკურს კი ნამდვილად ესენი განსაზღვრავენ და  პირველრიგში საკუთარი თავისთვის წირვა თქვენი ,,საქმიანობით“ უარეს შემთხვევაში უქსაქმურობით თავად გამოგაქვთ,  და თუ ასე გააგრძელეთ შორს არ ხართ მეორე შემთხვევისგან, პოლიტიკურ კუბოზე ლურსმების დაჭედება იმ ,,ალისტრახოებისთვის" მიმინდია, რომელიც დაასქმეთ...

გარდამავალი დემოკრატიის სირთულეები და ევროპული პერპექტივები გორში

გიორგი ედიშერაშვილი

გარდამავალი დემოკრატიის სირთულე ხშირად ძალზე დილემურ და მტკივნეულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. ამ პროცესისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება, რაც ხშირად ამა თუ იმ ახალ იდეას რომელსაც ძირითადად ახალი თაობა ემხრობა ხოლმე, არ ეძლევა მზის სინათლეზე გამოსვლის საშუალება. ალბათ არ ვიქნები გამონაკლისი თუ დავწერ რომ ჩვენ სწორედ გარდამავლ დემოკრატიად მოვიაზრებით დასავლური სამყაროს თვალში და რა გასაკვირია, რომ პრობლემები, აზრთა ჭიდილი და შეხლა შემოხლა სხვადსხვა ფასეულობების მქონე საზოგადოებებს შორის ამ ქვეყნისთვისაც ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს.

სოციალური ,,სამართლიანობა"

 მარიამ თედლიაშვილი
                     
ქუჩაში შემხვედრი მოწყალების მთხოვნელი ბავშვია, ბავშვი რომელიც, წესით  დღეს სკოლაში უნდა მიდიდოდეს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დიანა სკოლაში არ დადის. არც სურვილი მაქვსო ერთხელ მითხრა კიდეც.  ყოველ მის დანახვაზე მახსენდება
,,ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
   შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...“
მახსენდება იმიტომ, რომ ეს შეკურთხება თავადაც მომისმენია. მეჩვენება , რომ ადამიანები, უამრავი პრობლემებით  უბრალოდ ვიღაცას ვეძებთ.  ვეძებთ, რომ შევქმნათ ჩვენს ცნობიერებაში დამნაშავე და მას გადავაბრალოთ  საკუთარი წარუმატებლობა. ხოლო დამნაშავე ვინ უნდა იყოს თუ არა  მოწყვლადი  ჯგუფის წევრი.

Sunday, September 14, 2014

ლოტოტრონი და თვითმმართველობა



ანი ბალიაშვილი - მოქალაქე


30 წლის. პროფესიით ჟურნალისტი. მედიაში თითქმის არ მიმუშავია. თითქმის.
ზუსტად 1 თვისა და 13 დღის წინ მე მქონდა ისეთი გრძელი ტიტული, რომელზეც ყველა ხუმრობდა, ვისაც არ ეზარებოდა: კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის.....და გაგრძელება რომ დაეზარებოდათ .... სხვა დანარჩენის სამსახურის უფროსი.
მქონდა კაბინეტი, რომლის ერთი კედელი ჩემი სადაბადებისდღევო მისალოცი ბარათებით იყო სავსე. ამას ემატებოდა 2 ბუკლეტი სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობაზე, 1 წითელი ყაყაჩო - 2008 წლის ომის სიმბოლო, ლიტერატურული კონკურსის საინფორმაციო ბუკლეტი, ლუკას და გაბის ფოტოები, ხატი, რომელიც საღოლაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა მაჩუქა და არცერთი სერტიფიკატი.