„ქართველობას გვართმევენ“... ეს ფრაზა ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია, ვინ რას გულისხმობს ამ ერთ ფრაზაში უფრო ინდივიდულაურია, ვიდრე სტანდარტული. ზოგისთვის რა არის „ქართველობა“, ზოგისთვის კი რა, მაგრამ მაინც ყველა იქამდე მიდის, რომ ქართველობას ჩვენ დასავლეთი და ევროპა გვართმევს.
რა არის ეს „ქართველობა“?
ჩემთვის ქართველობა არის ისტორიის და ტრადიციების პატივისცემა და ამავდროულად თანამედროვე და დასავლური სტანდარტების შესაბამისი მომავლის შექმნა. ისინი კი ვინც ევროპას „ქართველობის წართმევაში“ ადანაშაულებენ ხშირად არგუმენტების მოჰყავთ, რომ ევროპა ჩვენ ტრადიციებს გვართმევს, კონკრეტულად რომელ ტრადიციას, ამას კი ვერ აკონკრეტებენ.
ზოგადად მიჩნდება განცდა, რომ ჩვენ გვეშინია სიახლების მიღების და მათი ჩვენს ცხოვრებაში გამოყენების. ყველას მოსწონს ევროპული პროდუქცია, უხარიათ დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, რომ ჩვენც იმ ევროპის ნაწილი უნდა გავხდეთ, რატომღაც თურმე „ქართველობას გვართმევენ“.

რაც ყველაზე მთავარია „ქართველობას გვართმევენ“ ლოზუნგით ხშირად ის ხალხი გამოდის, ვისთვისაც მზე ჯერ კიდევ ჩრდილოეთიდან ამოდის, მაგრამ ეს ხალხი ვერ ან არ ხვდება იმას რომ ეს „ქართველობა“ რომელსაც ასე გულდასმით იცავენ დიდიხნის წართმეულია და ესეც ისევ იმის მხრიდან ვისაც ასე უცერემონიოდ მისტირიან.
დიახ ბატონებო, რუსეთმა წაგვართვა ჩვენ ქართველობა და თან არაერთხელ. როდის? თუნდაც 1921 წელს დამოუკიდებლობის აქტი რომ თავზე გადაგვახია და წითელი საბჭოთა დროშა დაგავდგა თავზე.
მაშინაც, როცა დღეს ბევრისთვის საამაყო ქართველებმა სტალინ-ბერიას ხელმძღვანელობით 1937 წელს განსაკუთრებული სისასტიკით გაანადგურეს ქართული ინტელიგენცია. იმ ადამინებს კი, რომლებიც დღეს სტალინის კულტს ქმნიან, მის მიერ რეპრესირებული მიხეილ ჯავახიშილის ნაწარმოებები გენიალურად მიაჩნიათ. ჩემთვის წარმოუდგენელია და ვერ ამიხსნია, როგორ შეიძლება ერთდროულად გიყვარდეს მკვლელიც და მისი მსხვერპლიც. ან თუნდაც მაშინ როცა კანონიერად არჩეული პრეზიდენტი გამსახურდია რუსეთის მიერ დაფინანსებულმა და ორგანიზებულმა ჯგუფებმა ჩამოაგდეს, წაგვართვეს ტერიტორიები და კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელეს ქართველი ხალხის არჩევანი ჰქონოდათ დამოუკიდებლობა. რუსეთი დღემდე აგრძელებს ჩვენი ტერიტიორიების ხელყოფას გავლებული მავთულხლართებით, თავს უფლებას აძლევს და გვემუქრება, თუ ჩენ დასავლეთს ავირჩევთ, გაგვანადგურებს.

ალბათ ყველას გვსმენია დასავლეთმოძულეთაგან, რომ თურმე ევროპა ჩვენ სარწმუნოებასაც გვართმევს და რუსეთი ერთმორწმუნე ერია, რომელიც დაიცავს და განამტკიცებს ჩვენს რელიგიას, მაგრამ კიდევ ერთხელ ან არ ახსოვთ, ან არ უნდა რომ ახსოვდეთ ამ „ერთმორწმუნე“ ერმა საბჭოთა წარსულში როგორ აკრძალა ღვთისმსახურება ქართულ ეკლესიებში და როგორ დაანგრია და ზოგიც კი დაუნგრევლად აქცია სპორტსკოლებად და ბევრ სხვა დაწესებულებად.
ბოლო პერიოდში ასევე აქტუალურია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის თემაც. ამასაც ერთ-ერთ არგუმენტად იყენებენ დასავლეთმოძულეები და ევროპას გარყვნილების ბუდეს უწოდებენ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ საბჭოეთიდან მოყოლებული დღემდე ბევრი არატრადიციული ორიენტაციის ცნობადი სახე ჰყავს რუსეთს.
ბევრი მანკიერი მხარიდან რაც საბჭოთა დროიდან დღემდე მოგვყვება ქართველ ერს გამოვყოფ ორ ძირითადს, რომლის გამოც დღემდე ვერ გვიპოვია ჩვენი ადგილი, ესაა ერის გაზარმაცება და ბელადომანია.
დღეს ერი გაზარმაცებულია და არ შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და შექმნა. მაშინ თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფო უდგენდა თუ სად უნდა ესწავლა, ემუშავა, როგორ უნდა ეცხოვრა და რა უნდა ჰქონოდა. იმდროინდელმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა შექმნა ის, რომ ხალხს დაუკარგა აზროვნების უნარი. ამის შედეგი სახეზე გვაქვს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფაქტის წინაშე დავდექით, დამოუკიდებლად ცხოვრება ვერ შევძელით, რადგან ბევრმა საკუთარი თავი და ადგილი ვერ იპოვა ახალ საზოგადოებაში. მათ კი, ვინც შეძლეს დამოუკიდებლად აზროვნება და ბელადის გარეშე ცხოვრება დასავლეთს არ უყურებენ ისე, როგორც „გარყვნილების ბუდეს“ და არჩევენ თეთრს შავისგან.
ბევრს აღარ გავაგრძელებ რუსეთის და საბჭოეთის „საქმენი საგმირონი“-ზე საუბარს, ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ცუდის მეტი ამ თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია და თუ რამე კარგიც გაგვიკეთა, ცუდმა ის კარგიც გადაფარა.
ასე რომ ჩემო ძვირფასო ერო, სანამ „ქართელობის წართმევაზე“ ვსაუბრობთ, იქნებ ჯერ კარგად დავფიქრებულიყავით, გვაქვს კი ეს ქართველობა? ხომ არ ჯობდა მის დაბრუნებაზე გვეფიქრა, რომელიც უკვე დიდიხნის წართმეული გვაქვს ჩვენი ერთმორწმუნე მეზობლის მხრიდან.
ჩვენი დასავლური გზა დღეს არ დაწყებულა, ამ გზას ჯერ კიდევ ოთხი საუკუნის წინ სულხან-საბა ორბელიანი დაადგა და ჩვენც ვიაროთ მის მიერ გაკვალულ გზაზე .
No comments:
Post a Comment