თამარ ედიშერაშვილი
“პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს”-
ნოდარ დუმბაძე.
პატიოსნება თავისუფალი ნების ადამიანის ხვედრი მგონია და არც თავისუფლებაა
გრიპი, ვინმესგან
შეგხვდეს.
იმ ქვეყანას
რომელზეც ვოცნებობთ,
სწორედ თავისუფალი
ნების ადამიანები
სჭირდება.
ეს შესავალი იმისთვის
დამჭირდა რომ 15 სექტემბერს ყელქცეულის
სკოლაში დავესწარი
ახალი სასწავლო
წლისადმი მიძღვნილ
ღონისძიებას, საიდანაც
ძალიან შეწუხებული
წამოვედი.
“წელს მეექვსე
კლასი არ გვყავსო”-გვითხრა
დირექტორმა. თურმე კლასში სულ 2 ბავშვი ყოფილა და მშობლებს
ქალაქში გადაუყვანიათ.
ამის გამო ისედაც ღარიბ სკოლას 10 ათათასი
ლარის დაფინანსება
ჩამოეჭრა.
მისაღებ კლასშიც მხოლოდ
6 მოსწავლე იწონებდა
თავს.
რასაკვირველია დედაქალქში პრესტიჟული
ნომრებით მორთულ პრესტიჟული მანქანებით
შექმნილ საცობებში
თუ მოხვდები,შეიძლება ვერც კი გააცნობიერო
მომაკვდავი ერის შვილი რომ ხარ….
თვითმმართველობის რეფორმა იყო ჩემთვის ერთადერთი
იმედი, რომ წინ წამოიწევდა
თავისუფლად მოაზროვნე,
პროფესიონალი, გადაწყვეტილების მიმღები და შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ადამიანების საჭიროების
საკითხი, რომლებიც
ადგილზე უმკურნალებდნენ ქვეყნის ჭირს, მაგრამ ასეთი “რისკის”
ყველას შეეშინდა.
შედეგად მივიღეთ რაიონის
საკრებულო და გამგეობა, რომელიც
ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს, ქალაქელები
ხოცავენ ერთმანეთს
სამსახურისებისთვის და ყელქცეულელი გლეხი ვერასოდეს მიხვდება
რატომ უნდა მისულიყო არჩევნებზე,
ვინ უნდა აერჩია და საერთოდ რაში სჭირდება თვითმმართველობა, არც ამ დეპუტატებსა
და მოხელეებს
გაახსენდებათ კარგა ხანს ყელქცეული.
ძალიან სამწუხაროა რომ წინ საწასვლელად
ჯერ უკან გვაქვს მოსახედი,
როგორი იყო სოფელი, როცა ყველა დასახლებას
ჰქონდა კლუბი, ამბულატორია, საბავშვო
ბაღი, ბიბლიოთეკა,
საპარიკმახერო, აბანო…,წყალი, მოასფალტებული ცენტრალური გზა და რაც მთავარია
ადგილობრივი კადრებით
დაკომპლექტებული სოფლის საბჭო, რომლის თავისუფლების
ხარისხიც კი სანატრელი გაგვიხდა…ამ ფსევდოდამოუკიდებლობის ქვეყანაში.
“მღვდელი ჭილოფშიც
იცნობაო” , ასევეა თავისუფალი ადამიანიც,
ნებისმიერ სისტემაში
იცნობა.
გახსოვთ ალბათ პლაკატებით
აჭრელებული ქალაქი,
რაზეც მარტო მოსახლეობა კი არა, იურისტთა
ასოციაციაც კი წუხდა, არავის აჯარიმებენო.
შემდეგ გაიცა ზემოდან
დირექტივა და ყველა მუნიციპალიტეტს “ერთდროულად “ აუჩუყდა გული. გავიდნენ დასასუფთავებლად, რაც იმით დამთვრდა
რომ “გულანთებულებმა” ქალაქის ცენტრში გადაიღეს
სურათები მერთან
(“ლენინი შაბათობაზე”-ს ვარიანტი).
Mმიუხედვადად იმისა რომ ასეთი ღონისძიებები კომკავშირის
ასოციაციებს იწვევს ჩემში, მაინც გამეხრდა იმ დალაქავებულ კედლებს
რომ აღარ დავინახავდი, მაგრამ ყელქცეულიდან მომავალმა
კომბინატში გამოვიარე
და ისევ გაგანია პლაკატების
პანორამაში მოვხვდი
(თურმე ბასტი-ბუბუ არ უთამაშიათ? ვითომ, ვითომ)
…
“გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას იმით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით
ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო,
ბოლოს პოლიტიკური საქმეების საშუალებით
იგვარებს უმაღლეს სახელმწიფო საკითხს”-ნიკო ნიკოლაძე
უკუღმა დავიწყეთ ხალხო, უკუღმა...

No comments:
Post a Comment