ლია ჩლაჩიძე
საიდან იწყება ძალადობა ქალებზე?
ბოლო დროს თითქოს
აფეთქდა სამყარო. ქმარმა ცოლი მოკლა,თავი მოაჭრა,აჩეხა, ოჯახური კონფლიქტები,
ქალთა მკვლელობები...
ერთ დილას რომ გავიღვიძე,
ფეისბუკზე დავპოსტე,
„დილა მშვიდობისა ქალებო! ვინმე ხომ არ გამოგვაკლდა წუხელ?”,
შეშფოთდა საფრენდეთი. „ყოველ დილას გადავთვალოთ ერთმანეთიო,
მეორემ- არა, ჯობია კაცები დავთვალოთო.
ისეთი კაცებიც ხომ არიან,
სათვალავში ჩასაგდები
რომ არააო“...აღარ გავაგრძელებ. ჩემი მეგობარი მარინას კომენტარმა,
რომელიც ესპანეთშია გადახვეწილი,
რომლის მეუღლეც გათიკოევი,
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში, გუმისთაზე ბრძოლას შეეწირა-მწარედ დამაფიქრა.
’’ჩვენი მდგომარეობა
ხომ არ ჯობია, ლიაო“? გული მეტკინა. ვაი ქალებს,რომელთაც მარტოობა,
ქვრივობა ურჩევნია გაუთავებელ
აყალ-მაყალს, ცემა-ტყეპას, შვილების გამწარებას.
რამდენი პროექტი კეთდება
ოჯახური ძალადობის საკითხებზე, იხარჯება უამრავი დრო, რესურსი ტრენინგებზე,
სამოქალაქო საზოგადოების
ჩამოყალიბებაზე ამ კუთხით. უკუშედეგი-ნული.
თითქოს გაგიჟდა სამყარო!
მე არ ვარ ექსპერტი
ქალთა ძალადობის საკითხებზე. მაგრამ დავესესხები ქალბატონ ჟანა ჯავახიშვილს, რომ ძირითადი მიზეზი ძალადობისა არარეალიზებული
კაცების სინდრომია.
ვინ მოიგონა “ცოლ-ქმრის
ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“, ჩხუბიცაა და ჩხუბიც. ნაჯახებით და დანებით ჩხუბი რეგვენს
რა გონია არ ვიცი, მაგრამ დაობლებული ბავშვები და შერყეული ფსიქიკა -სახეზეა.
და მაინც საიდან იწყება
ქალებზე ძალადობა?
ჩემმა მეზობელმა.
რომელიც შველივით ქალია, შემომჩივლა. ქორწილში ვიყავით, ქალაქშიო, (თორემ ერგნეთში
უკანასკნელი ქორწილი წინა საუკუნეში მახსოვს ).
მუსიკის ხმაზე ფეხები
ამითამაშდა, ცეკვა მომენატრაო. ქმარმა თვალები დამიბრიალა, არ გაბედო, შენს ადგილას
დაეტიე.....სირცხვილიაო. როდის აქეთ გახდა ცეკვა სირცხვილი? მის ქმარს რცხვენია, რომ
ცოლმა იცეკვოს და არ რცხვენია, დილის 6 საათზე, წვიმაში, ქარში სახლიდან რომ გამოდის ხილით თავმობმული ათი ვედროთი, ბაზარში გათოშილ
ხელებს რომ სახელოებში იმალავს, თმის შესაჭრელად
კაპიკსაც რომ ვერ იმეტებს, ერთი ადგილი აწიოს და ეზოს გარეთ გააცილოს მაინც ...
აბა, კარგი ქალი
ხარ და სოფლის საჭიროებაზე თქვი რამე, მაშინვე-შენი ცოლი დააყენე, ენას ნუ ატარტარებს,
აბა, ტელევიზიასთან გააკეთე რამე კომენტარი
....რამდენი გამწარებული ქალი ვნახე, ამის გამო რომ ,,უბაგუნა“ ქმარმა...... ჰოდა ჩუმდებიან
ქალები. დუმილს არჩევენ. თითქოს შეეგუვნენ
კიდეც, მაგის გულისთვის ოჯახს ხომ ვერ დავანგრევო. როდემდე დუმილი ქალებო? სამუდამოდ? სიკვდილამდე?
და მაინც საიდან
იწყება ძალადობა ქალებზე?
იქნებ ჩვენიდან?პ.ს. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2015 წელი ქალთა წლად ცხადდება. აბა თქვენ იცით კაცებო!

No comments:
Post a Comment