Thursday, October 2, 2014

„დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში თალხნად იყო“

(ერთ-ერთი ვერსიით)
 თამარ ედიშერაშვილი
 მარტო ანდაზები კი არა გვაქვს თავსატეხი, კანონებსაც ეგრე ვწერთ,მაშ!
 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა უფლება მისცა მერიებს რამდენიც გაეხარდებათ იმდენი შტატი შემოიღონ.
(ახლა დამიწყებენ კვოტებზე ლაპარაკს, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, რომ კანონი წაკითხული მაქვს და ნამდვილად ძალიან ბევრია).

 ანუ  მთავრობამ ცალფეხზე  ორი ზომით დიდი ,,სანდალი ჩააცვა ჯერ კიდევ მუხლებში გაუმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას.
 ახლა ამ გაგანია სამსახურების ,,ტაციობაში ამდენ მარქშეიდერს ხელფასი ხომ უნდა, თანაც კარგი.
 აი, აქ კი ბიუჯეტი აშკარად უჭერთ, მეორე სანდალი  ორი ზომით ნაკლებია, რადგან ზიარი გადასახადები ჯერ არ ამოქმედებულა და დაფხავებული ბიუჯეტის ამარა დარჩნენ.
 ამათაც  სანამ ცალი ფეხზე მაზოლი ამოუვათ,სამსახურები ასე დააკომპლექტეს:
 „- სიხარულიძე!
- ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ,
ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.
- მთელი კლასი ვერ გაყევით ?
- ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორე მივყვებოდით „.-ო.
 ამ სტრუქტურების თვალადახუჭულად დამამტკიცებელ საკრებულოს რაც შეეხება, რა გითხრათ აბა…………
 ამერიკაში გადაღებული სურათების ქვეშ მისაწერად, მაინც იქნებ გამოდგეს,რომ  მაგალითად:
 ნიუ-იორკის საქალაქო საბჭო ერთ-პალატიანია და მასში 51 წევრია, გორში კი „შემცირდა“ და 15 ; .
 იქ ყოველი წევრი წარმოადგენს დაახლოებით 157 000  ადამიანს, გორში დახლოებით 3300-ს;
 ეკონომიკა-ერთ  სულ მოსახლეზე $59.000-ია,  გორში მიისწრაფვის მინუს უსასრულობისკენ...
 იქ თითოეული  დოლარის  მიზნობრიობა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება,აქ ------(ჯერ თავს შევიკავებ)
 მერისა და საბჭოს წევრის არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება....
 ჰო, აქ არა გვიშავს, გორში მხოლოდ ერთი  წევრი “ გაეპარათ”  მესამე „კრუგზე“, დანარჩენები თითქმის ხელთუხლები და უხმარები არიან .
 მაშ ასე ხალხნო და ჯამაათნო, სწორი ნაბიჯით კი არა და ბუქნაობით  წინ  იარ!

No comments:

Post a Comment