Monday, October 20, 2014

რა ვისწავლეთ, რას ვსწავლობთ და რა გვაქვს სასწავლი?

 გიორგი ედიშერაშვილი                  
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის საზოგადოებას განსაკუთრებით თავი განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა დაამახსოვრა. ამბიცურ რეფორმას მაშინ ბევრი კრიტიკოსი და გულშემატკივარი ჰყავდა. ცვლილება განათლების თითქმის ყველა რგოლს მისწვდა,  ძირითად მიღწევას კი ამ სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რეფორმის შემდეგ  პრაქტიკულად აღარ ბარდებოდა გამოცდები ,,ინდაურის და სოფლიდან ჩამოტანილი ნობათის’’ სანაცვლოდ.

ცალკეული მიღწევების მიუხედავად სფეროში პრობლემა დღმდე მრავლადაა ...
პროფესიონალი პედაგოგების ნაკლებობა,   პრობლემური ინფრასტრუქტურა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მაღალი გადასახადები, სისტემასა და სოციუმს შორის არსებულ უფსკლულებს ჯერაც ვერ ავსებს.


ამასთან, ქვეყანაში  პრობლემას წარმოადგენს საჯარო სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზაცია, რასაც დაწესებულებების განვითარებაზე მხოლოდ ნეგატიური ეფექტის მოხდენა ხელეწიფება, რადგან წლების წინ დანერგილი და ამ ხნის მანძილზე მიმდინარე პრაქტიკა, პოლიტიზაციის ისეთ გამოვლინებებს გვთავაზობს როგორიცაა: საკადრო პოლიტიკის პარტიული შეხედულებებისამებრ  და არა პერსონალის პროფესიონალიზმის მიმართულებით გადაწყვეტა.

ქართული უნივერსიტეტები სხვადსხვა ორგანიზაციის მიერ წარმოებულ რეიტინგებში, ისევე როგორც რეფორმამდელ საქართველოში დღემდე მყარად იკავებენ ადგილს რეიტინგის უკანასკნელ პოზიციებზე. სრულ სეგრეგაციაში მყოფი, საქართველოში მცხვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ენის არცოდნის გამო დღემდე ვერ ახდენენ ეფექტურ ინტეგრაციას, რაც  მათი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვით უნდა  გამოიხატებოდეს.

უნივერსიტეტებში დღმდე ლექციებს ის პროფესორები კითხულობენ, ვისი სამეცნიერო აქტივი თეორიით გაჯერებულ სალექციო საათებს მოიცავს და მეტს არაფერს. არადა, თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტის ლექტორის პროფესიული მოვალეობაა:  დაიხარჯოს როგორც სალექციო საათებზე, აგრეთვე აწარმოოს სამეცნიერო კვლევები,  ადგილობრივ ან საერთაშორისო გამოცემებში  გამოქვეყნოს სტატიები და პუბლიკაციები. 

ასეთი სამეცნიერო პრაქტიკის მქონე პროფესორს ქართულ უნივერსიტეტებში  თითო -ოროლას ნახავთ. გახშირებული მკვლელობები, ძალადობა ეთნიკური, გენდერული და რელიგიური მოტივებით -  არსებულ პრობლემის ერთ-ერთი კვანძი სწორედ განათლების სისტემაშია.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების კომპლექსური ხელშეკრულება, სხვა სტრატეგიულ დარგებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სფეროში  გასატარებელ ღონისძიებებსაც გულისხმობს.  დოკუმენტის ტექსტში საუბარი ზემოთჩამოთვლილ გამოწვევებსაც ეხება. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს დაახლოვებას ევროპის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ცნობილია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აქცენტი უმაღლეს განათლებაზე გაკეთდება.

 დროთა განმავლობაში ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის უნივერსიტეტების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა და ბოლონიის პროცესთან. განათლების მოდერნიზაციის მიმართულებით ევროკავშირი სტუდენტებისა და აკადემიური პესრონალის გაცვლით პროგრამებში აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს. 

 ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა დაავალა.  სტანდარტიზაციის პროცესი დეკლარირებულ დონეზე უკვე დაიწყო, თუმცა ხელშესახები სისტემას ჯერ არაფერი დატყობია. განათლების სამინისტროს კანონ-პროექტი სკოლებში დირექტორების დანიშვნის შესახებ, პარლამენტმა პირველი მოსმენითვე დაიწუნა.

  საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფთა კვალიფიკაციაზე საუბარი მნიშვნელოვანია, თუმცა მაღალჩინოსანთა მიდგომები, მათი პროექტები და გადაწყვეტილებები, ისეთი გამოწვევების პარალელურად როგორიც ევროასოცირებაა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.  განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ქვეყანა საინტერესო გამოწვევებისა და პერსპექტივის წინაშე დგას. პოლიტიკური ნების და თანმიმდევრული მოქმედების შემთხვევაში,  განათლების სფეროს განვითარებას წინ მხოლოდ გარკვეული პერიოდი დაუდგება.

No comments:

Post a Comment