დაკო მურადაშვილი
..დიდი ხანია ვფიქრობდი რა დამერქმია ამ ბლოგისათვის
და ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი უმოქმედობით არც არაფერს ვაშავებ, მაგრამ ამავე დროს ჩემი უმოქმედობისა
და სიჩუმის გამო გამუდმებული დანაშაულის გრძნობა მდევს თან, ეს სათაური ყველაზე საუკეთესო
ვარიანტია.. თან სხვა დანაშაულზეც მინდა დავწერო, სადაც დამნაშავე ალბათ ისევ ჩვენ
ვართ და ჩვენი საზოგადოება...
რა თქმა უნდა დანაშაული ბევრნაირი არსებობს და ყველა
დანაშაულზეც შესაბამისად აგებენ პასუხს (ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში).
მაგრამ არსებობს ისეთი დანაშაულიც,რომელზეც ზოგიერთებს
ჰგონიათ, რომ მხოლოდ ბოდიშის მოხდით შესაძლებელია თავი ისევ ‘‘უდანაშაულოდ“ იგრძნონ
( არადა ხშირ შემთხვევაში ეს ბოდიშიც მხოლოდ ფორმალობა და გულში გაფიქრებული „ნეტა
შენ..“ არის).
სწორედ ასეთი ბოდიში მომიხადეს ორშაბათს სამსახურში
მისულს, როცა „ჩემს სამუშაო ოთახში“ შესულს
თავი სხვაგან მეგონა..რომ არა კედლიდან ჩამოხსნილი ჩარჩოში ჩასმული „ბისერებით გაკეთებული
პეპელა“, რომელიც ოთახის შესასვლელში „იდო“, ალბათ ვერც დავიჯერებდი,რომ ეს ჩემს თავს
ხდებოდა...
არაფერს ვითხოვდი და არც არაფერზე მქონდა პრეტენზია,
რადგან იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ „დიდი პატივისცემის“ ნიშნად ნება დამრთეს და
სამუშაოდ გამგეობის შენობის კედლები დამითმეს და როგორც დამითმეს ასევე დამათმობინეს.
რა თქმა უნდა კარგად მესმოდა , რომ „დიადი“ ოფისი ჩემი არც საკუთრება იყო და ადრე თუ გვიან ( რეორგანიზაცია და არჩევნები რომ ჩაივლიდა, სიტუაცია
შეიცვლებოდა) სხვაგან გადასვლა მომიწევდა, მაგრამ ის რაც მოხდა ჩემს მოლოდინს კი არ
გადააჭარბა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასს -ღირსებას და პატივისცემის გრძნობას გადაუარა.
ორშაბათს დავუბრუნდები, სამსახურში მისულს ბოდიში რომ მომიხადეს
იმის გამო, რომ ჩემთან დაკავშირება ვერ მოახერხეს და „ფორს მაჟორულ“ სიტუაციაში მოუწიათ
ოთახის დაკავება. სამაგიეროდ დამამადლეს ის, რომ „კი არაფერი გადამიყარეს, პირიქით
ჩემი ნაგვის ურნიდან დაკუჭული ქაღალდებიც კი ამოიღეს და ცალკე ფაილში შეინახეს, მტვერი
გადაწმინდეს და ყავის ჭიქა გარეცხეს“...
ეს უბრალოდ ქცევის წესებია, ეთიკის ნორმ, ადამიანის
უფლება, პატივისცემა და ზრდილობა..მეტი არაფერი...ნუთუ ესეც აღარ შემოგვრჩა? ყოველთვის
ვცდილობდი ისე მეცხოვრა, პატივისცემით მოვქცეოდი ყველას, განურჩევლად ჩემი პირადი შეხედულებისა,
მაგრამ ამგვარმა საქციელმა ჩემში საშინელი პროტესტის გრძნობა გამოიწვია..და სწორედ
ის დანაშაულის გრძნობა არ მასვენებეს, მე ამის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება რომ
არ შემიძლია. „დემოკრატიის სკოლაგამოვლილმა“ საკუთარი უფლებების დასაცავად არაფერი
მოვიმოქმედე...უბრალოდ ბოდიში მივიღე...მაგრამ მას შემდეგ არ მასვენებს ამაზე ფიქრი,
ნუთუ არ შეიძლება რომ უკეთესი საზოგადოება გავხდეთ?! ნუთუ არ შეიძლება ადამიანებმა
ერთმანეთის უბრალოდ პატივისცემა და დაფასება ვისწავლოთ?! არც არავის ვადანაშაულებ,მაგრამ ვფიქრობ პრობლემა
ისევ ჩვენშია და ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ,იმაში რაც ჩვენს თავს ხდება...
და ყველაზე
გულდასაწყვეტი ამ „ისტორიაში“ ის არის,რომ...ის
შრომა და
ფული ,რომელიც
იხარჯებოდა, დღეს
წყალში გადაყრილი
მგონია...ის
დამოკიდებულება რაც
ჩვენ ადამიანების მიმართ გვაქვს
ალბათ დაგვღუპავს... დემოკრატიული სახელმწიფოს შენება და ევროპისკენ მიმავალ
გზაზე ერთმანეთის გასწრება გვინდა, მაგრამ ესე?!
ეს დონორი
ორგანიზაციები იმიტომ
ხარჯავენ ამდენ
ფულს ვითომდა
ჩვენს განვითარებაზე, ჩვენს კეთილდღეობაზე,რომ ბოლოს
მათი წასვლის შემდეგ
იმაზე კი არ ვფიქრობდეთ რაში გამოვიყენოთ მათი დახმარება, არამედ როგორ დავინაწილოთ
„მემკვიდრეობა“...ყველზე მეტად
გული იმან
მატკინა,რომ
ინ ოთახში
რაც დოკუმენტები ელაგა ეხლა
ჩემს ოთახში
ინახება...უამრავი
კვლევა,რომელსაც
წლების მუშაობა
და ათი
ათასობით ლარი
დასჭირდა არავის
აინტერესებს, ერთი
ფურცელი არავის
გადაუშლია ისე
„გადმომილაგეს“...წამოვიღე
და ვინახავ საგულდაგულოდ...
სათქმელი მე მგონი ზედმეტად გრძლად ვთქვი,მაგრამ მინდა
იმედი დავიტოვო იმის, რომ მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ...და იმ „თაროზე შემოდებულ“
კვლევებს და სტრატეგიებს, რომლებსაც ასე გულმოდგინედ ვთხოვთ უცხოელებს რომ დაგვიწერონ,
რომლებშიც ამდენი ფული იხარჯება გამოყენებულ იქნება ჩვენდა სასიკეთოდ. იმაზე კი არ
ვიქნებით ორიენტირებულნი, რაც შეიძლება მეტი ფული დავახარჯინოთ დონორს, არამედ იმაზე,
რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები.
იმედს ვიტოვებ იმის, რომ სკამებისა და კაბინეტების განაწილების
პროცესი სამომავლოდ ასეთი მტკივნეული პროცესი აღარ იქნება.
და იმედს ვიტოვებ იმის, რომ ოდესმე გამგეობის შენობასთან
რომ გავივლი კვლავ აღმიდგება მოწიწების, მორიდების, მოკრძალების, პატივისცემის გრძნობა,
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხომ არაფერს აშავებენ და მაინც დანაშაულია...

No comments:
Post a Comment