Tuesday, October 28, 2014

დუმილი ............სიკვდილამდე?

ლია ჩლაჩიძე
საიდან იწყება ძალადობა ქალებზე?
ბოლო დროს თითქოს აფეთქდა სამყარო. ქმარმა ცოლი მოკლა,თავი მოაჭრა,აჩეხა, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მკვლელობები...
 ერთ დილას რომ გავიღვიძე, ფეისბუკზე დავპოსტე, „დილა მშვიდობისა ქალებო! ვინმე ხომ არ გამოგვაკლდა წუხელ?”,  შეშფოთდა  საფრენდეთი. „ყოველ დილას გადავთვალოთ ერთმანეთიო, მეორემ- არა, ჯობია კაცები დავთვალოთო. ისეთი კაცებიც ხომ არიან, სათვალავში ჩასაგდები რომ არააო“...აღარ გავაგრძელებ. ჩემი მეგობარი მარინას კომენტარმა, რომელიც ესპანეთშია გადახვეწილი, რომლის მეუღლეც გათიკოევი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში, გუმისთაზე ბრძოლას შეეწირა-მწარედ დამაფიქრა. ’’ჩვენი მდგომარეობა ხომ არ ჯობია, ლიაო“? გული მეტკინა. ვაი ქალებს,რომელთაც მარტოობა, ქვრივობა ურჩევნია გაუთავებელ აყალ-მაყალს, ცემა-ტყეპას, შვილების გამწარებას.

Monday, October 27, 2014

საჯარო სამსახური დასაქმების ბიურო არაა

ნათია ომაძე
ბოლო დროს გორში (და  მთელ საქართველოში) ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილი კონკურსის თემაა აქტუალური. ტესტირება-გასაუბრებისთვის ვემზადებით ყველა -  საჯარო მოხელეებიც, ყოფილი მოხელეებიც,  ახალგაზრდებიც,  ძველგაზრდებიც,  პარტიისთვის თავგადაკლულებიც,  უპარტიოებიც  და უბრალოდ სამსახურის მაძიებლებიც.
 საქართველოს კონსტიტუციით თუ სხვა კანონებით ერთბაშად ამდენი დაინტერესებული პირი ჩვენს ქვეყანას ალბათ არც ახსოვს.  კარგია. გამოცდებს თუ ვერ ჩავაბარებთ, კანონნასწავლები ხომ მაინც ვიქნებით =D...  მოკლედ ვემზადებით რამდენიმე ასეული ადამიანი და გაფაციცებით ველოდებით ვაკანსიების გამოცხადებას.