Thursday, January 8, 2015

რატომ შეიძლება დამარცხდეს ცივილიზებული მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში (ერთი ფილმის გარჩევის მაგალითზე გაკეთებული დასკვნა)

ივანე კოპაძე


წარმოუდგენელი (Unthinkable)
რეჟისორი გრეგორ ჯორდანი

ამერიკის შეერთებული შტატების 2001 წლის ტრაგედიის შემდეგ მრავალი ფილმი იქნა ამ მოვლენებზე და ზოგადად ტერორიზმის საფრთხეზე გადაღებული. ყველა ეს ფილმი ცუდად თუ კარგად ხაზს უსვამს ტერორიზმის საშიშროებას და იმას, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი იყოს. თუმცა ყველა ასეთი ტიპის ფილმებისგან განსხვავებით 2010 წელს გრეგორ ჯორდანის მიერ გადაღებული ფილმიწარმოუდგენელიპუბლიკისთვის შოკი აღმოჩნდა. მან ერთნაირად აღაშფოთა კრიტიკოსთა ლიბერალური ფრთაც და პატრიოტ ამერიკის მოქალაქეთა ნაწილიც, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაითავისეს, რომ მიუხედავად ტერორიზმის წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი მეთოდებისა, შეიძლება  რომ ამერიკა ტერორისტებთან მაინც დამარცხდეს, ამ დამარცხების მიზეზი კი ხშირად ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები ხდებიან.

ვისვენებ და რესპონდენტების „შავ სიას“ ვამზადებ!

,,ის მაინც დაგეწერა ტელევიზიამ საგარეო კურსი შეიცვალაო"
გიორგი ახალკაცი

უკვე ერთი კვირაა რაც შიძლება ითქვას, რომ აქტიურ ჟურნალისტიკას მოვწყდი (ჩემი სურვილით) და სახლში დავჯექი.
„რეალობა“  მენატრება.  გადაცემა, რომლის კეთებაც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებდა, თუმცა რასაც აქვს დასაწყისი,  აქვს დასასრულიც. ახლა სახლში ვზივარ და ვკითხულობ წიგნებს.წიგნების გარდა სოციალურ ქსელში ათას სისულელეს ვკითხულობ და ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც ჩემი რესპონდენტები ხშირად იყვნენ. მათმა დიდმა ნაწილმა, როდესაც ტელევიზიიდან ჩემი წამოსვლის ამბავი შეიტყო შეწუხდა და დამირეკა,