Thursday, January 8, 2015

ვისვენებ და რესპონდენტების „შავ სიას“ ვამზადებ!

,,ის მაინც დაგეწერა ტელევიზიამ საგარეო კურსი შეიცვალაო"
გიორგი ახალკაცი

უკვე ერთი კვირაა რაც შიძლება ითქვას, რომ აქტიურ ჟურნალისტიკას მოვწყდი (ჩემი სურვილით) და სახლში დავჯექი.
„რეალობა“  მენატრება.  გადაცემა, რომლის კეთებაც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებდა, თუმცა რასაც აქვს დასაწყისი,  აქვს დასასრულიც. ახლა სახლში ვზივარ და ვკითხულობ წიგნებს.წიგნების გარდა სოციალურ ქსელში ათას სისულელეს ვკითხულობ და ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც ჩემი რესპონდენტები ხშირად იყვნენ. მათმა დიდმა ნაწილმა, როდესაც ტელევიზიიდან ჩემი წამოსვლის ამბავი შეიტყო შეწუხდა და დამირეკა,

ზოგმა სამსახური თავადვე შემომთავაზა. თუმცა დარჩა ის ნაწილი, რომელსაც არც დაურეკავს და არც მოუწერია.  ხოდა მეც რესპონდენტების შავ სიას ვამზადებ. (რა თქმა უნდა ვხუმრობ)
გუშინ ჩემი ერთი კარგი ნაცნობი მირეკავს და მეუბნება:  რატომ წამოხვედი ასე მშვიდათ თრიალეთიდანო? სკანდალით უნდა წამოსულიყავიო.  რატომ   -მეთქი ? რომ ვკითხე მიპასუხა ეგ დასაქმებაში გამოგადგებოდა, ის მაინც დაგეწერა ტელევიზიამ საგარეო კურსი შეიცვალაო. ერთი სიტყვით არ მაწყენენ.
ორშაბათიდან აქტიურ ცხოვრებას ანუ „დიდ ავიაციას“ ვუბრუნდები. თუმცა ეკრანზე კიდევ რამდენიმე თვე აღარ გამოვჩნდები. მირჩევნია სხვების უკეთ გამოჩენაზე ვიზრუნო.  ჩემი ახალი სამსახურის და თანამდებობის შესახებ მოგვიანებით დავწერ. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს.

No comments:

Post a Comment