Friday, October 3, 2014

იეროგლიფური აზრება



სოფია რეზრიჩენკო

ზოგჯერ მგონია, რომ აზრებმა რომლებმაც ბოლო დროს ჩემში ძალიან მკვეთრი ფერები მიიღეს, იეროგლიფებად იქცნენ...გაურკვეველ იეროგლიფებად, რომლებიც სამწუხაროდ ბევრს არ ესმის (თუმცა იეროგლიფებისმცოდნენიც მეგულებიან)  ან უბრალოდ მათ რაციონალური ახსნები არ აქვთ.
არასდროს მიყვარდა თვითტკბობის გრძნობა. სამწუხაროდ ირგვლივ „ქართული ღირსებით“ აღსავსე უამრავ თვითკმაყოფილ სახეს ვხედავ. ძვირადღირებული მანქანებიდან მომზირალ სახეებს, მანქანის შესაძენად გამოტანილ საბანკო კრედიტებს, რომ დღემდე იხდიან და ამას საკუთარი სახელისა თუ გვარის ინიციალებიანი ახალი სანომრე ნიშნებისთვის გამოტანილი კრედიტებიც რომ მიამატეს. ვხედავ რესტორნებში მაგიდებზე სართულებად გადაშლილი სუფრიდან მომზირალ სახეებს, მეუღლეების, დედებისა თუ ცოლების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით, რომ იყიდეს თვითკმაყოფილების რამდენიმე „ღირსეული ვახშმის“ საათი.

Thursday, October 2, 2014

„დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში თალხნად იყო“

(ერთ-ერთი ვერსიით)
 თამარ ედიშერაშვილი
 მარტო ანდაზები კი არა გვაქვს თავსატეხი, კანონებსაც ეგრე ვწერთ,მაშ!
 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა უფლება მისცა მერიებს რამდენიც გაეხარდებათ იმდენი შტატი შემოიღონ.
(ახლა დამიწყებენ კვოტებზე ლაპარაკს, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, რომ კანონი წაკითხული მაქვს და ნამდვილად ძალიან ბევრია).

Monday, September 29, 2014

უტუალეტო ქალაქი

ნინო დალაქიშვილი
სტერეოტიპების ქვეყანა რომ ვართ, მგონია ვიცით ყველამ, მაგრამ რამდენად არის ჩვენში მძაფრი სურვილი დაშთომისა სტერეოტიპებში ჩარჩენილ ქვეყნად - საკითხავი, აი ეს არის. 
უმაგრესი ბებიაჩემი ერთ ამბავს გვიყვებოდა ხოლმე იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ და რატომ არ ვარგა იყო მორიდებული. ამბავი ასეთია: ბებიაჩემი და მისი ახლობელი სტუმრად წასულან. გზა გრძელი აღმოჩნდა. ორივეს მოშიებია. ბებიაჩემის თანამგზავრი თურმე განსაკუთრებით შეწუხებულა ამით და ხშირ-ხშირად იმეორებდა, ოჰ, როგორ მშია, უჰ, როგორ მშია, ნეტავი ერთი რაიმე მაჭამაო.