ლადო ბიჭაშვილი პირველრიგში მადლობა იმისთვის, რომ ასე აქტიურად და საინტერესოდ წერთ, რომ გითხრათ არ ველოდითქო მოგატყებთ. მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გვთავაზობთ თქვენს ხედვას, აფასებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით არის ქვეყანაში, რეგიონში, ჩვენს ქალაქში და რომელიც აისახება ჩვენზე. დასაწყისისთვის კარგია და გზადაგზა შემოგვიერთდებიან კიდევ.. იმდენი კომპეტენტური აზრი მოვისმინე, რომ უკვე ვფქირობ ორ რამეზე, საერთოდ დავწერო თუ არა და თუ დავწერ, რა თემაზე? და რა დავწერო?... გადავწყვიტე დამეწერა ჩვენზე როგორც მოქალაქებზე, ჩვენი როლისა და პასუხიმგებლობის ერთ-ერთ ეპიზოდზე, ესეც არასრულად და არც მთავრი აქცენტები იქნება გამოკვეთილი. მიუხედავად ამისა ვფიქრობ საინტერესო გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოგის ქვემოთ კომენტარების ველია თქვენს განკარგულებაში.
მოქალაქის როლი ოთხ წელიწადში ერთხელ სამი არჩევნების: თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემით არ იწყება და არც მთავრდება.






