Saturday, October 25, 2014

„ხომ არაფერს აშავებენ , მაინც დანაშაულია“...

დაკო მურადაშვილი
..დიდი ხანია ვფიქრობდი რა დამერქმია ამ ბლოგისათვის და ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი უმოქმედობით არც  არაფერს ვაშავებ, მაგრამ ამავე დროს ჩემი უმოქმედობისა და სიჩუმის გამო გამუდმებული დანაშაულის გრძნობა მდევს თან, ეს სათაური ყველაზე საუკეთესო ვარიანტია.. თან სხვა დანაშაულზეც მინდა დავწერო, სადაც დამნაშავე ალბათ ისევ ჩვენ ვართ და ჩვენი საზოგადოება...
რა თქმა უნდა დანაშაული ბევრნაირი არსებობს და ყველა დანაშაულზეც შესაბამისად აგებენ პასუხს (ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში).

Tuesday, October 21, 2014

მოედნის გეოპოლიტიკა, ანუ ეს ომი სტალინმა არ უნდა მოიგოს

„არ არსებობს ისეთი  მტერი ქვეყნისათვის, 
როგორიც კოლონიზატორების მიერ გაზრდილი ინტელიგენციაა“ 
ჯავაჰარალ ნერუ

ივანე კოპაძე

რამოდენიმე თვის წინ ქალაქ გორში მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა. 64-მა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდამ პეტიციას მოაწერა ხელი, გორის მთავარ მოედნისთვის „ევროპის“ სახელის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში და დაინტერესებულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ინიციატივის ავტორებს ხან უწიგნურობა დაბრალდათ და ხანაც ცრუ ლიბერალობა. მათი დამცველი კი შედარებით ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე მოწინააღმდეგე, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდებზე 10 და მეტი წლით იყვნენ უფროსები.

Monday, October 20, 2014

,,ჩვენს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია“

ანი ბალიაშვილი

მე ჩემი მშობლების შვილებიდან მეოთხე გოგო ვარ. მახსოვს მამაჩემთან სტუმრად მოსული მეგობრები როგორ ხუმრობდნენ მის ბევრ გოგოებზე.  აქილიკებდნენ იმის გამო, რომ მას ბიჭი არ „გამოუვიდა“ . - ეს რომელია?? მეოთხე??  ვაჰ, ამანაც არ გაგიმართლა ჰო?? ვაჰ ჰა..ჰა....“
თურმე არ გავუმართლე. ასე გადაწყვიტა საზოგადოებამ. ჩემი დაბადება შეცდომა იყო, მეუბნება ის. ჩემს მაგივრად მამაჩემს ბიჭი უნდა ჰყოლოდა, რომელიც გვარის გაგრძელებით გაამართლებდა საკუთარ არსებობას. საზოგადოება ამქვეყნად მოვლენაში მადანაშაულებს,  რაც ჩემი არჩევანი არ ყოფილა...
დღეს, როდესაც ქალების მიმართ გამოვლენილ ძალადობას ვაპროტესტებთ, ვმართავთ აქციებს, ვერთვებით დისკუსიებში და ვჩხუბობთ მეგობრებთან, სკეპტიკოსები არაადეკვატურობაში გვადანაშაულებენ. გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და ფემინისტური ოგანიზაციების პროპაგანდის შედეგია.  დავუშვათ ასეა..  მაშ

რა ვისწავლეთ, რას ვსწავლობთ და რა გვაქვს სასწავლი?

 გიორგი ედიშერაშვილი                  
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს შორის საზოგადოებას განსაკუთრებით თავი განათლების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა დაამახსოვრა. ამბიცურ რეფორმას მაშინ ბევრი კრიტიკოსი და გულშემატკივარი ჰყავდა. ცვლილება განათლების თითქმის ყველა რგოლს მისწვდა,  ძირითად მიღწევას კი ამ სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რეფორმის შემდეგ  პრაქტიკულად აღარ ბარდებოდა გამოცდები ,,ინდაურის და სოფლიდან ჩამოტანილი ნობათის’’ სანაცვლოდ.

ცალკეული მიღწევების მიუხედავად სფეროში პრობლემა დღმდე მრავლადაა ...
პროფესიონალი პედაგოგების ნაკლებობა,   პრობლემური ინფრასტრუქტურა და უმაღლეს სასწავლებლებში არსებული მაღალი გადასახადები, სისტემასა და სოციუმს შორის არსებულ უფსკლულებს ჯერაც ვერ ავსებს.