Sunday, January 18, 2015

“ბიძინას ღამე და ღირსებააღდგენილი სამართლიანობა“ კასპში

რობერტ კავთიაშვილი
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დიდი ვნებათაღლვა იყო სრულიად საქართველოში, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტშიც. სიტუაცია განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოს დაიძაბა, იყო აქციები, იყო პირადი დაპირისპირება, რა დროსაც ქართული ოცნების აქტივისტები სისხლისმსმელებს და კაციჭამიებს უწოდებდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს. 
რაც არ უნდა პოლიტიკაზე ვისაუბროთ, ფაქტები ფაქტებად რჩება.
ფაქტი კი იყო ის, რომ უბანში, ქუჩაზე, ქალაქში თუ ქვეყანაში სიმშვიდე იყო, სოციალური სიმშვიდე. მოსახლეობას არ ეშინოდა ქურდების, არ ეშინოდა კრიმინალის, არ ეშინოდა საკუთარი შვილის გარეთ გაშვების, თუნდაც გვიან რამით, იცოდა, რომ პოლიცია მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული შიშსა და დაუცველობას მიჩვეული საზოგადოება ნელ-ნელა რეალობას შეეგუა.  თავიდან უჭირდათ შეგუება, გაცნობიერება იმისა, რომ სახელმწიფო იბადებოდა,  სახელმწიფო,  რომელშიც დღითი დღე ნაკლებად ხდებოდა კრიმინალი,  დღითი დღე უმჯობესდებოდა სიტუაციები უბნებში,  ქუჩებსა თუ ქალაქებში,  უკვე მანქანების ეზოში დატოვებაც დაიწყეს და ამას იმდენად მიეჩვია ქართველი ხალხი ყოველდღიურ ჩვევაში გადაეზარდა და ცხოვრებისეულ კანონად იქცა.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ,  თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ხალხმათავისუფლად სუნთქვადაიწყო დააღუდგა ღირსება”, მაგრამ ამასთანავე ყოველდღიურად ხედავდა თუ როგორ ძარცვავდნენ მის სახლის წინ ქუჩაში ღამით დატოვებულ მანქანას. მეორე დღეს გაიგო, როგორ გაუტეხეს მეზობელს სარდაფი, ამას მოყვა უბანში არსებული მაღაზიის დაყაჩაღება, მაგრამ ესეც არაფერი. ფიქრობდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ თავს ინუგეშებდა : მთავარია ღირსება აღმიდგა და თავისუფლად ვსუნთქავო”. ამას მოჰყვა გარჩევა და ჩხუბი ქუჩაში, რამაც მეზობელი ბიჭის სიკვდილი გამოიწვია, ამან მოსახლეობა უფრო შეაღონა. შემდეგ დღეს კი სახლისკენ მომავალ საკუთარ შვილს სადარბაზოსთან დახვდნენ, სცემეს და ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს. მერე იყო ქალაქში გახმაურებული ამბავი მოხუცი ბებოს დაუთოვების შესახებ, რამაც უკვე ხალხი დააფიქრა, მაგრამაღდგენილმა ღირსებამდათავისუფლად სუნთქვისეშხმა კრიმინოგენული მდგომარეობის მკვეთად გაუარესება მაინც გადაფარა.
ეს ყველაფერი იმის განზოგადებაა, რაც კასპის მუნიციპალიტეტში ხდება. დაიწყოძველი ბიჭების მომრავლებით”, ჩასარიცხი აპარატების გატაცებით, სარდაფებისა და სახლების გაძარცვით, მაღაზიების დაყაჩაღებით და გაგრძელდა ადამიანების დაჭრით, მანქანებიდან ნივთების და ცალკეულ შემთხვევებში თავად მანქანების გატაცებითაც. ამას მოჰყვა მკვლელობები, თვითმკვლელობები და ამასობაში მოვედით ძველით ახალი წლის ღამემდე.
2015 წლის 13 იანვარს გვიან ღამით ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირები ფანჯრიდან შევიდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, საიდანაც გაიტანეს სამუშაო და პირადი კომპიუტერები. ეს მოხდა იმ ორგანოში, რომელიც სწორედ ავადსახსენებელი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე მოსახლეობას ღირსების აღდგენას, უფასო ფულს, სამართლიანობას, დასაქმებას და მათი უფლებების დაცვას ჰპირდებოდა. “დიადი ოცნების” 2015 წლის ძველით ახალი წლის ღამეს კი აღმოჩნდა, რომ ზარზეიმით მოსული ოცნება, თუ აოცნებებული ნაციონალები კასპში მოქალაქეების კი არა საკუთარ უფლებებს ვერ იცავენ. ამ დიდ ღამეს კი წინ უძღოდა:
სოფელ დოესში ერთი პირის მიერ რამდენიმე ახალგაზრდას მკვლელობა
სოფელ კავთისხევში მოქალაქეების მიერ პოლიციელების ცემა
საკრებულოს თავმჯდომარის ავთო გოგიაშვილის მიერ მისივე თანასოფლელის ცეცხსასროლი იარაღით დაჭრა
კასპის საავადმყოფოში საკუთარი შვილის ასაცრის მიზნით მისული ვეფხია ბალხამიშვილის უკანონოდ დაპატიმრება პოლიციის მიერ
აღმაშენებლის ქუჩაზე კაცის მიერ საკუთარი ცოლის მკვლელობა
აღმაშენებლის ქუჩაზე სადღეღამისო მაღაზიის დაყაჩაღება
მიკრო რაიონის დასახლებაში სარდაფების ძარცვა
მიკრო რაიონის დასახლებაში ჩასარიცხი აპარატის გატაცება
მირიან მეფის ქუჩაზე მოყვრის მიერ სიძის მკვლელობა
ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გაქურდვა
.- მიერ .- მკვლელობა
მანქანების გატაცების მცდელობა 13 იანვრის ღამეს
მოქალაქის მიერ კასპის პოლიციაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეგდება
ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც უახლოეს პერიოდში მოხდა, ბოლოს კი ეს ყველაფერი 13 იანვრის დიად ღამეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაქურდვამ დააგვირგვინა.


No comments:

Post a Comment