Tuesday, November 25, 2014

აქციები, აქციები და სად გვაქვს რეალური შედეგი?

ნინია ბოლაშვილი
დღეს საქართველოს უმავლეს ქალაქში (მათ შორის გორში)ქალზე ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს და ხელისუფლებისგან დაცვის მექანიზმების გაძლიერება მოითხოვეს. აქციები ძალიან მაგარია, აქციებით ხელისუფლებები იცვლება, ხალხს უსმენენ, მოთხოვნებს აკმაყოფილებენ,კანონებს ცვლიან და ბოლოსდაბოლოს ეს ხალხის ხმაა!


მაგრამ რეალური შედეგი აქციებს მაშინ აქვს, როდესაც იქ მისული ადამიანების უმრავლესობა კამერებში გამოჩენაზე მეტად პრობლემაზე ფიქრობს, დამფინანსებელზე მეტად კი - მოხალისეობაზე, აქციებს მაშინ აქვს შედეგი, როდესაც იქ ერთიდაიგივე ადამიანები არ დადიან. და/ან როდესაც იქ მისულმა ადამიანებმა ტრენინგებიდან კი არა, მენტალურად იციან, რასაც აპროტესტებენ.
მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც აქციებზე არ დადის, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში არის სოლიდარული. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც აქციებზე დადის, მაგრამ ლუარსაბის იმ პრინციპით ცხოვრობს:,, მე თუ არ დავრჩი ქვა-ქვაზე ნუ ყოფილაო".
არ ვარ არც აქციების მოწინააღმდეგე, არც პესიმისტი და არც ზედმეტად კრიტიკოსი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ვერაფერს ვერ შევცვლით, თუ არ გავცდით ჩაკეტილი ,,მე"- ზღვარს და ცვლილება არ დავიწყეთ მენტალიტეტიდან.
,,იყავი ის ცვლილება, რომელიც შენ გსურს,რომ დაინახო ამ სამყაროში"გვეუბნება ერთი კარგი ადამიანი და თუ ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, არა აქვს მნიშვნელობა სად რამდენი ათასი/მილიონი კაცი გამოვა, არა აქვს მნიშვნელობა რამდენს ვიყვირებთ და რამდენ აქციას გავმართავთ.
კი კარგია, ცოტა ,,მოდაში" თუ შემოვიდა, ქალზე ძალადობის გაპროტესტება,რომ ვიღაცები გამოდიან  და ამაზე საჯაროდ/ხმამაღლა ლაპარაკობენროდესაც მოითხოვენ რაღაც შეიცვალოს. მაგრამ მოდით, ამის გაკეთება რეალურ ცხოვრებაში, საკუთარ ოჯახშიმეგობრებთან და პირველ რიგში, საკუთარი თავიდან დავიწყოთ
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა და ძალიან გთხოვთ ნუ ჩამითვლით ამას ცუდად: დღეს გორში აქციაზე მოსული ადამიანების უმრავლესობა ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ, მაინტერესებს სად არის ?

.. ,,გამოდით ხალხო უნდა დაგთვალოთ"!

No comments:

Post a Comment