ლადო ბიჭაშვილი
ქალაქის მერიას რწმუნებულები ამ დრომდე ოფიციალურად დანიშნული არ ჰაყვს და იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ადამინი დაიღუპება, ოჯახს გარდაცვალების ცნობას ვერ აძლევს, რომელსაც წარადგენენ სასაფლაოს ადმინისტრაციაში იმისთვის, რომ მიწა გამოუყონ დასამარხად.. იქნებ დროზე მიხედოთ ამ პრობლემას. გახსოვდეთ არსებობს ორის სიკვდილი ბუნებრივი და პოლიტიკური. ბუნებრივს მაღლიდან რომ იყურება ის განსაზრვრავს, ღმეთზე ვამბობ რა შუაშია ივანისვილი ან ღარიბაშვილი, პოლიტიკურს კი ნამდვილად ესენი განსაზღვრავენ და პირველრიგში საკუთარი თავისთვის წირვა თქვენი ,,საქმიანობით“ უარეს შემთხვევაში უქსაქმურობით თავად გამოგაქვთ, და თუ ასე გააგრძელეთ შორს არ ხართ მეორე შემთხვევისგან, პოლიტიკურ კუბოზე ლურსმების დაჭედება იმ ,,ალისტრახოებისთვის" მიმინდია, რომელიც დაასქმეთ...
არ ვგულისხმობ მანამდე ვინც მუშაობდნენ საჯარო სამასახურში და თავის საქმის სპეციალისტები არიან.. ვგულიხმობ იმათ ვინც როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა ან იტყვი, ნაციონალური მოძრაობის მიერ გზას აცდენილები იყვნენ, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ ოცნებასთან ისე იყო, როგორც ,,ვირი და პიტნა“. ,,ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო“ ეს ზედგამოჭრილია კოაბიტაციაზე, რომელიც არა თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გრძელდება არამედ უკვე ხელისუფლებაში გადმობარგებულებზე. დღევანდელი გორის ადგილობრივი ხელისუფლება მინუს მინუსზე უწერს ცენტრალურ ხელისუფლებას, მათაც არ აკლიათ მინუსები და დამატება ზედმეტია, ამ შემთხვევაში ჯოხი ვისზე გადატყდება ალბათ დიდი განსჯა არ სჭირდება. ,,თაფლობის თვე“ დასრულდა ღრუბლებში ფრენა და ხალხის ,,დაბოლების“ დროც აღარ არის, არც ცაზე გამოჩნდა ,,ოცნების“ ვარსკვლავებს, შავი ღრუბელი გადაეფარვია, ღრუბელი სახეს იცვლის, ჩემი მეზობელი პენსიონერი ნოდარი პაპა რომელიც საღამოობით გარეთ გამოდის, შებინდებისას სახლში რომ ვბრუნდები ცისკენ აიშვერს ხელს და ამბობს სტალინის სახე აქვს, ავის მომასწავლებელიაო, თავად რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელია, რომ შევხედავ ღუბელს სიმართლე გითხრათ სტალინს ვერ ვამგვანებ მაგრამ თუ წარმოსახვას დავზაბავთ თქვენც შეიძლება გავდეთ პროფილში. თუ დაფირებულხართ ისე რამდენი საერთო გაქვთ თქვენ და ღუბლებს, თქვენ დროს მიჰყვებით, ისინი ქარს. ქარი ხალხია, რომელმაც ,,გაგყარათ“ და დღისით მზეს და უღრუბლო ცას ღამით კი ,,ოცნების“ ვარსკვალებს ელოდებოდა და ისევ თქვენი სახით სახეგამოცვლი შავ ღრუბელს ხედავენ.
პოლიტიკური სიკვდილს რომელსაც დემოკრატიულ უღუბლო ქვეყანაში არჩევნები განსაზღვრავს, ჩვენს ღრუბლიან გარდამავალი დემოკრატის ქვეყანაში კი რევოლუციური არჩევნები, ფრთხილად იყავით და პოლიტიკური ,,კუბოს რუჩკებს“ არ ენდოთ, ვინც ენდო კი იცით ეხლა სადაა:)

No comments:
Post a Comment