Friday, September 12, 2014

,,თვალსაზრისი'' - წერეთ და იკითხეთ ...

ბლოგი ,,თვალსაზრისი'' ახალი იდეაა. ეს ერთი შეხედვით მოკრძალებული პლატფორმა საჯარო პოლიტიკის ისეთ საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, რომლის შესახებაც თუნდაც მხოლოდ გორელები, სოციალურ მედიაში ხშირად საუბრობენ, მაგრამ როგორც ბევრ თქვენგანს მოეხსენება, მრავალი მიზეზის გამო დისკუსიები უსაგნო კამათში გადაიზრდება ხოლმე, რაც არაერთხელ გადაქცეულა დესტრუქციულ პოლემიკად. მოცემული სივრცე (ბლოგი) განსახვავებული იქნება იმით, რომ თქვენ აქ გაეცნობით როგორც კომპეტენტურ ანალიზს სხვადასხვა სფეროს ირგვლივ, აგრეთვე ტექსტურ და აუდიო ფორმატში წარმოგიდგენთ მოქალაქეებისა და პროფესიონალების თვალსაზრისებს: მწვანე პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ბიუჯეტის და სხვა აქტუალურ საკითხებზე. მკითხველს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ბლოგის კონტენტის შექმნაში, ასევე ჩაერთოს გამოქვეყნებული თვალსაზრისების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიაში. ბლოგის შექმნის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ადგილობრვი თვითმმართველობის აქტიური და ეფექტიანი კონტროლი. აგრეთვე, მოქალაქეებისთვის სოციალურ დისკუსიებსა და მსჯელობაში ჩართვის ხელშეწყობა. ასევე სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება.

გიორგი ედიშერაშვილი

No comments:

Post a Comment