Monday, May 25, 2015

,,ბედნიერი ფავორიტი"


მერაბ მარღიშვილი-ქარელიდან


 ისტორიას უყვარს კურიოზების მოწყობა პოლიტიკაში. ზოგჯერ ისეთ პიროვნებას დააკისრებს ფავორიტის სტატუსს, რომ არათუ საზოგადოება არამედ თვით ის ,,ფავორიტიც" გაკვირვებულია ასეთი უეცარი ,,ბედნიერებით". კურიოზიც სწორედ ის არის, რომ ,,ფავორიტიც" იჯერებს მისი სტატუსის მართლზომიერებას. ამ დროს ისტორია ისევ გამოდის სცენაზე. და ახალი პოლიტიკური რეალობების შექმნით, ისტორიულ სამართლიანობს აღადგენს და ფავორიტსაც მიუჩენსხოლმე იმ ადგილს რომელსაც სინამდვილეში იმსახურებს.
,,ფავორიტის" ბედის ასეთ ცვლილებებს, საზოგადოება ირონიული ღიმილითა და ნიშნის მოგებით ხვდება. სამაგიეროთ ,,ფავორიტისთვის" ეს უდიდესი ტრაგედიაა.
დაახლოვებით ასეთი მდგომარეობაა ქარელის მუნიციპალიტეტში და არამარტო იქ. ტრაგედია ახლოვდება, ამისი ნიშნები გამოჩნდა რამოდენიმე დღის წინ სოფელ რუისში მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების შეხვედრის დროს.
მილოცვები, პურმარილები, ახალი მეგობრების გაჩენა, მლიქვნელთა თაყვანისცემა, სასურველების მიღება და არასარურველების გაშვება სამსახურიდან, ამურის ისრები, კაბინეტი, სავარძელი, პირადი მდივანი, პერსონალური მანქანა მძღოლით, ამ ყველაფრით ტკბობა და ფიქრი, რომ ბედნიერება ძალაუფლებაშია, მთავრდება! როგორც იტყვიან ,,ხავედროვანი სეზონი იწურება". დგება პასუხისმგებლობის დრო, დრო როცა ,,ფავორიტმა" უნდა უპასუხოს კითხვებს. მისი ხელმძღვანელობით რა ღონისძიებები გატარდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. სოფლად სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანის ამაღლებასა და გაზრდაში. სოციალური, ეკონომიური, კულრურული, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, პროფესიული კადრების აღზრდა მომზადებასა და დამაგრებაში. და მთავარი, რა პოლიტიკურ მუშაობას ეწევა პარტია ქართული ოცნერბის ავტორიტეტისა და მისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის. პარტიულ ორგანიზაციებში რიცხვიანობის გაზრდისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისათვის. ახალგაზრდობასთნ პარტიის იდეოლოგიის მიზნებისა და ამოცანების გაცნობისა და მათი მხარდაჭერის მოპოვების საქმეში. როგორია მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის მისი როგორიც პარტიის ერთ ერთი ლიდერის პოლიტიკური და იდეოლოგიური მომზადების დონე, მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებთან ღირსეული დიალოგისა და გამარჯვებისათვის.
აი ის მცირე ჩამონათვალი რომელზედაც ჩვენს ,,ბედნიერ ფავორიტს" მოიწევს პასუხების გაცემა. ამასთან იმათი პასუხისმგებლობაც უნდა აღინიშნოს ვინც ხელი შეუწყო და წააქეზა ,,ფავორიტი" რომ ასეთ უხერხულ და ტრაგიკულ მდგომარეობაში აღმჩენილიყო.

No comments:

Post a Comment