Saturday, October 18, 2014

მონობა მონობაა, ვისი ყმაც არ უნდა იყო!

                                            

           „...თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია“ !

თამაზ მაყაშვილი
 ლამაზი სიტყვებია და რეალური.  თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ისტორიას  მის  ყველა ეტაპზე და მსოფლიოს ყველა კუთხეში,  ადამიანების, ქვეყნების  უპირველესი საზრუნავი   უმრავლეს შემთხვევაში   თავისუფლება იყო . თავისუფლებისათვის იბრძოდნენ,  წირავდნენ ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს. თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლითაა გაჯერებული  საქართველოს ისტორიის ფურცლები.

Thursday, October 16, 2014

შეზღუდული გარემო

ვიქტორ ქარქიშვილი
 დაბადებიდან ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, თავიდან როგორც ყველას მეც ასევე მიჭირდა გადაადგილება,  არ მქონდა ეტლი და სხვადასხვა საშუალებით  გადავადგილდებოდი.   ნელ-ნელა შეიცვალა ჩვენს მიმართ ყველაფერი,   2006-2008 წლებში  გადმოგვეცა ეტლები. ,,გორის ინვალიდთა კლუბის მეშვეობით იყო ბევრი აქტივობები, ღონისძიებები,  ტრენინგები  საზოგადოების  ცნობიერების და  ჩვენთვის სტიმულის ასამაღლებლად.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად    რაღაცები კეთდება ეტაპობრივად,    მაგრამ უფრო მეტს აზვიადებენ ვიდრე  აკეთებენ.

Wednesday, October 15, 2014

დასატუში ასლები

თამარ ედიშერაშვილი

კომუნისტური მთავრობა გადავარდა...
თანამშრომელი შედის უფროსთან:  არქივს რა ვუყოო?
-გადაიღე ასლები და გაანადგურეო,გაიცა ბრძანება.“
  სამწუხაროდ ამ პრინციპით იცვლება მთავრობები საქართველოში. ,,ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებით სადაც დაეჯახებოდა კანონს,  სასურველ ტექსტს ჩაამატებდა და უკანონობას კანონად აქცევდა.  ამის გამო ითხოვდა საზოგადოების ნაწილი მათი მოღვაწეობის რეჟიმად შეფასებას.
 „ოცნებასდაუდგა  თუ არა უამრავი უმუშევარი და უუნარო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი აქტივისტების დაპურების პრობლემა, (დასაქმების პროგრამა საქართველოში ხომ ახლობლების და პარტიული ამახანაგების დასაქმებას ნიშნავს)  მაშინვე ნაცების გაკვალულ გზას დაადგნენ. თვითმმართველობის კოდექსი ისე მიჭრეს-მოჭრეს, მგონი ავტორებიც ვეღარ ცნობენ (ისე გცემ დედაშენმა ვეღარ გიცნოსო, მართლა ამაზეა ნათქვამი).

Tuesday, October 14, 2014

,,ჩემთვის გორის დრამატულ თეატრს საქართველოში ანალოგი არ ჰყავს’’


შმაგი ბერუაშვილი
 დღევანდელ საქართველოში როგორც აღმოჩნდა ხელოვნება, კონკრეტულად კი თეატრი საკმაოდ აქტუალური საკითხია. თითქმის ყოველ დღე  სხვადასხვა სატელევიზიო არხზე თუ ჟურნალ-გაზეთებში  ხშირია სიუჟეტები და სტატიები   ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ვიცით საქართველოში თეატრალური სანახაობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა.

რა თქმა უნდა არა ისეთი სახით, როგორი სახითაც დღეს გვევლინება. ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, თამაშობები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს. სანახაობებში მრავლად იყო ცეკვის და მუსკის ელემენტები, სიუჟეტიც სხვადასხვა იყო, იყენებდნენ ნიღბებს, კოსტუმებს. ასეთი წარმოდგენები ხალხში იმართებოდა და თვითონ ხალხი მართავდა მათ.

Monday, October 13, 2014

,,გაფუჭებული ტელევიზორი“

ლადო ბიჭაშვილი
 ყველა ბავშობიდან მოვდივართ და ყველას თუ არა ნახევარზე მეტს მაინც გვითამაშია ,,გაფუჭებული ტელეფონი“.   საინტერესო თამაშია  ერთ მწკრივზე, ან წრეზე შეკრებილი ბავშვები ერთმანეთს ყურში ჩასჩურჩულებენ სიტყვას, პირველი რასაც ჩასჩურჩულებს მეორეს, მეორე მესამესთან უკვე პირველ სიტყვის ამატებს რაღაცას, მესამე მეოთხეს, მეოთხე მეხუთეს და ა.შ. ხომ წარმოგიდნენიათ მეთე ბავშვთან რა ხდება?!  თავდაპირველ სიტყვას ყველამ რაღაცა დამატა.
 ამ თამაშს მახენებს დღეს უკვე ქართული სატელევიზიო ახალი ამბები და განსაკუთრებით თოქ-შოუები.  ოღონდ ერთი განსხავებაა, აქ უკვე ,,დიდი ბავშვები“ თამაშობენ.

Sunday, October 12, 2014

ყურადღება - სამთავრობო გუნდში ცვლილებაა ... [ + ფოტორეპორტაჟი]



 გიორგი ედიშერაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილს, ისე როგორც მთავრობაში, დღევანდელ საფეხბურთო მატჩშიც ფორვარდის და კაპიტნის პოზიცია ეკავა. ამ შემთხვევაში ნამდვილად თავისუფალი ფორვარდი გახლდათ.  მას არც ოპონირებას უწევდა ვინმე და არც მწვრნელი აძლევდა გამუდმებით შენიშვნებსა და დარიგებებს. შედეგად თავისუფალმა ფორვარდმა საკუთარ ანგარიშზე ჰეთრიკი, ანუ სამი გოლი მიითვალა.
ამ შემთხვევაში თავისუფლება უდავოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. შედეგიანი იყო შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ტაიმი. ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა კარი 45 წუთის განმავლობაში მშრალად შეინახა.