შმაგი ბერუაშვილი
დღევანდელ საქართველოში როგორც აღმოჩნდა ხელოვნება, კონკრეტულად კი თეატრი საკმაოდ აქტუალური საკითხია. თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა სატელევიზიო არხზე თუ ჟურნალ-გაზეთებში ხშირია სიუჟეტები და სტატიები ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ვიცით საქართველოში თეატრალური სანახაობები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა.რა თქმა უნდა არა ისეთი სახით, როგორი სახითაც დღეს გვევლინება. ეწყობოდა სხვადასხვა შეჯიბრებები, თამაშობები, რიტუალები და ყოველივე ეს სანახაობა შეიცავდა თეატრალურ ელემენტებს. სანახაობებში მრავლად იყო ცეკვის და მუსკის ელემენტები, სიუჟეტიც სხვადასხვა იყო, იყენებდნენ ნიღბებს, კოსტუმებს. ასეთი წარმოდგენები ხალხში იმართებოდა და თვითონ ხალხი მართავდა მათ.
როგორც მოგეხსენებათ, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწოფო დრამატული თეატრი ქალაქ გორში საუკუნენახევრისაა. იგი ატარებს პირველი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის სახელს. თანამედროვე შენობა, რომლის პროექტიც ეკუთვნის არქიტექტორ მ. თავაძეს, აიგო 1939 წელს. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართული თეატრალური ხელოვნების კორიფეები – რეჟოსორები: პ. ფრანგიშვილი, ვ. ყუშიტაშვილი, ლ. იოსელიანი, ი. კაკულია, გ. აბრამაშვილი, მსახიობები: შ. ხერხეულიძე, ვ. კახნიაშვილი, ქ. ბოჭორიშვილი, თ. აბაშიძე, რ. ცაბაძე.
ალბათ, იცით, რომ გორის გიორგი ერისთავის თეატრში ამ დრომდე იმართება სპექტაკლები, რომელიც დიდი ემოციისა და ბედნიერების მატარებელია. ძნელია ისაუბრო საუკუნის თეატრზე უბრალოდ მაყურებელმა, მაგრამ თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მე გორში ცხოვრება ზუსტად ამიტომ მომწონს, მომწონს ერისთავში დადგმული თითოეული სპექტაკლი.
გორის თეატრი მიყვარს,აქ თითქოს უფრო ახლოდან გრძნობ ყველაფერს და ახლოს მიგაქვს გულთან, ვიდრე სხვა თეატრში განცდილი გრძნობა. ჩვენი მსახიობები უზომოდ ნიჭიერები არიან.. ერთადერთი ადგილი, სადაც რეალობას ივიწყებ..დადებითი ემოციებით გავსებს.. ბოლოს კიდევ ერთხელ''კარადოთერაპია’’ვნახე,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
ბევრი კარგის დაწერაა შესაძლებელი, მაგრამ ერთი და მთავარი მინუსი აქვს, დამსწრე საზოგადოების ფაქტობრივად არ არსებობა. ეს განა მათი ბრალია, არამედ ჩვენი, საზოგადოების, რომლებიც არ დადიან და არ აინტერესებთ თეატრი. აბა დაფიქრდით, განა ამაზე კარგ ადგილას წახვალთ სადმე?. ბოლოსდაბოლოს თქვენი მეორე ნახევარი მაინც წაიყვანეთ, რა იცით იქნებ მას ძალიან უყვარს თეატრი.
გუშინ სულისიმწარით მინდოდა ,,დაპირისპირების’’ ყურება, მაგრამ ხალხის არ მოსვლის გამო სპექტაკლი მოხსნენ, ეს ხომ საშინელებაა ხალხო. რატომღაც გორის მოსახლეობის 80%-ამბობს, რომ თეატრზე გიჯდება და ყოველთვის ესწრება, სინამდვილეში კი მხოლოდ 15% დადის. ერთი და იგივე ხალხი, რომლებსაც ბევრჯერ აქვსთ ნაყურები სხვადასხვა სპექტაკლისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ უცქერიან, რადგან ახალი გაიგონ და ის ემოცია გააცოცხლონ რაც თავიდან ყურებისას იგრძნეს.
მინდა ბილეთის ფასზეც გავამახვილო ყურადღება, არც თუ ისეთი ძვირია, როგორც ეს თქვენ გგონიათ, ბილეთი ხუთი ლარი ღირს, დაახლოებით სიგარეტის ფასი ყოველდრე, რომ ყიდულობთ. უფრო მეტიც, კარგი და იაფი გამოსავალია აბონემენტის შეძენა, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება.
აქ დავასრულებ წერას და გთხოვთ, რომ მოვუხშიროდ სპექტაკლებზე სიარულს, ხალხო მართლა ძალიან ბევრს ისწავლით.
ერთი სათხოვარი მაქვს თეატრის ადმინისტროციასთან, ხალხის დასაინტერესებლად კარგი იქნება თვეში ერთხელ თავისუფალი დასწრება, რომ იყოს(და არა ათაში ერთხელ), ვფიქრობ, ხალხს ეს ძალიან მოეწონებათ და თეატრიც შეუყვარდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგს არ აქვს საშუალება სიარულის.
No comments:
Post a Comment