თამარ ედიშერაშვილი
„კომუნისტური მთავრობა
გადავარდა...
თანამშრომელი შედის
უფროსთან: არქივს რა
ვუყოო?
-გადაიღე ასლები
და გაანადგურეო,გაიცა ბრძანება.“
სამწუხაროდ ამ
პრინციპით იცვლება
მთავრობები საქართველოში. ,,ნაციონალური მოძრაობა“
თავისი ქმედებით
სადაც დაეჯახებოდა კანონს, სასურველ ტექსტს
ჩაამატებდა და
უკანონობას კანონად
აქცევდა. ამის გამო
ითხოვდა საზოგადოების ნაწილი მათი
მოღვაწეობის რეჟიმად შეფასებას.
„ოცნებას“ დაუდგა თუ არა უამრავი
უმუშევარი და
უუნარო უნარ-ჩვევებით
აღჭურვილი აქტივისტების დაპურების პრობლემა,
(დასაქმების პროგრამა
საქართველოში ხომ
ახლობლების და
პარტიული ამახანაგების დასაქმებას ნიშნავს)
მაშინვე ნაცების გაკვალულ გზას დაადგნენ. თვითმმართველობის კოდექსი ისე მიჭრეს-მოჭრეს, მგონი ავტორებიც ვეღარ ცნობენ (ისე გცემ დედაშენმა
ვეღარ გიცნოსო,
მართლა ამაზეა
ნათქვამი).
ვინაიდან ძველი
ორგანული კანონით
საკრებულოს დეპუტატები სამსახურისგან მოუწყვეტლად, უსასყიდლოდ უნდა
მომსახურებოდნენ ქვეყანას, იფიქრეს ახალმა
გენიოსებმა, სამსახურები ამათ
არა აქვთ,
ამ სინდისს
მოწყვეტილებმა რამე
ფარცაგი საქმე
არ დაგვმართონო და ჩაამატეს
კანონში: „მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის
მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება
ანაზღაურდეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით”.
დაიწყო და რა დაიწყო, სხვადასხვა საკრებულოებში ტყუპისცალივით ერთნაირი რეგლამენტით გამომცხვარი 500 ლარების ჭამა-სმა დიდად შესარგი. (ვიღას ახსოვს მშიერი და ღატაკი ქვეყნის დეპუტატები რომ არიან,
ან ეს ფული ვისი ჯიბიდან მოდის). არადა, რომ
შეიცვლება მთავრობა,
ქვეყნის სიყვარულით კი არა,
ახლა ამათი
სიძულვილით ამოყრიან ამ გაფლანგულ
თანხებს და
როგორც უგულავას
ედავებიან „სინათლის ქალაქში“ გაფორმებულ პარტიულ
აქტივისტებზე, (მკვდარ
სულებზე) მერე ამათი მონაწილეობით ჩატარდება
საჩვენებელი სასამართლობი თვითმმართველობაში ცოცხალ–მკვდარ დეპუტატებზე და უამრავ
მარქშეიდერის შტატებზე გადაყრილი ფულის
გამო. ჩვენც კიდევ
ერთხელ ვუყურებთ
დაჭერობანას და გავილოკავთ თათებს..
ჩემს ბავშვობაში სამოსანი მოსწავლეები ხაზვა რომ
რ იცდნენ,
მიადგებოდნენ ფანჯარას
და ხუთოსნის
ნახაზს გადაშუშავდნენ ხოლმე, ოღონდ იმდენი
ეშმაკობა ჰქონდათ,
ზემოდან ტუშს
გადაატარებდნენ, ვითომ
საკუთარი ნაშრომი
იყო.
ბატონო ბიძინა, ამათ ხაზვის სწავლებაზე თუ ხელი ჩაიქნიეთ, ტუში მაინც უყიდეთ რა.
No comments:
Post a Comment