Friday, September 19, 2014

შემთხვევა

ნინო წეწვაძე
შემთხვევით ვეზიარე სიცოცხლეს. შემთხვევით შევეძინე ოჯახს და შევიძინე დედმამიშვილები. შემთხვევით მოვხვდი  კლასში, რომელშიც სწავლობდა ჩემი მომავალი  მეუღლე. შემთხვევით ავირჩიე პროფესია. შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელმაც შემაფასა როგორც საჭირო ადამიანური რესურსი (საკუთარი კომპანიისთვის) და დავიწყე კარიერის კეთება....
შემთხვევით მოვხვდი KSB ბანკშიც, საიდანაც შემთხვევით გამომიშვეს პოლიტიკური შეხედულებების გამო. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოვხვდი 2012 წლის კოალიციური პოლიტიკური მოძრაობის გორის ლიდერთა შორის და შემთხვევით დავიკავე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაც. ამ შემთხვევის გამო, შემთხვევით შეიცვალა ჩემმა შვილმა მომავალი პროფესია. ოდნავ მოგვიანებით, რამოდენიმეშემთხვევამ განაპირობა, რომ ეხლა ვარ ის, ვინც ვარ...
მადლობა უფალს, ყველა იმ შემთხვევისთვის, რომელმაც განსაზღვრა ჩემი რწმენა, ეროვნება, ოჯახი, სიყვარული, დედობა, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები, თანამოქალაქეები. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მაქვს.
შემთხვევიდან შემთხვევამდე ვცხოვრობ, ვშრომობ, ვსწავლობ,  მტკივა, ვწუხვარ, მიხარია. მიუხედავად დიდი მცდელობისა და მეცადინეობისა, ჩემი ყველა სამომავლო  გეგმის განხორციელება მაინც შემთხვევითობამ  განსაზღვრა.
,,როდესაც მომავალზე ფიქრობ, ჰაერში ასროლილ მონეტას ჰგავხარ: შემთხვევაზეა დამოკიდებული, პირით დაეცემა ქვაფენილზე თუ ზურგით.....(ემილ ზოლა).
პირით დაცემას ქვაფენილზე, ზურგით დაცემა ჯობს, თუ ზურგი ძლიერი გაქვს. ზურგის ქარს გისურვებთ მეგობრებო.

1 comment:

  1. შემთხვევით გაგიცანით ერთ-ერთ შეხვედრაზე და ახლა სრულიად არაშემთხვევით გისურვებთ უამრავ სასიამოვნო და სასარგებლო შემთხვევითობას თქვენს ცხოვრებაში.

    ReplyDelete