სიტყვა ჩასარეცხი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2006 წელს დაამკვიდრა და იგი ფართოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით საბჭოურად მოაზროვნე, პროგრესის წინააღმდეგ
მომართულ ადამიანს უსვამს ხაზს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავდაპირველად ეს სიტყვა კრიმინალისკენ მიდრეკილ მენტალურად პროვინციული აზროვნების მქონე ადამიანების ხაზგასასმელად იქნა ნახმარი, თუმცა ეს სიტყვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა სწრაფად განაზოგადა თავის თავზე და დიდი პროტესტიც გამოიწვია მამათა და შვილთა თაობას შორის.
დღეს გორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები ფაშიმზე გამარჯვების 70 წლისთავს აღნიშნავდნენ. ერთი შეხედვით ეს საიუბილეო თარიღი და მის აღსანიშნავად გამოსული ხალხის რაოდენობა გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ძალზედ საეჭვო გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოზეიმეთა გულწრფელობას.