ზურაბ ჩხეიძე
”…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…..” -
მერაბ მამარდაშვილი
ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება
თუ ასე გავაგრძელეთ, ვერასდროს ვერ ჩამოვყალიბდებით პლურალისტურ საზოგადოებად, ვერასდროს
ვერ შევქმნით ღირებულს თუ თითოეულმა ადამიანმა ვერ გაიაზრა რა არის მისი სოციალური
როლი საზოგადოებაში.
ჩვენს საზოგადოებს
მრავალი პრობლემა აქვს და აწუხებს, თუმცა უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ პრობლემების სათავეს. ჩვენ ხშირად, რომ ვსაუბრობდეთ მრავალ თემაზე, საზოგადოებას ჰქონდეს
დისკუსია, პატივს რომ სცემდეს განსხვავებულ მოსაზრებებს უკვე დიდი ხანია ვიტყოდით,
რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისა დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები, თუმცა
სამწუხაროდ ბოლო 25 წლის გამოცდილებამ ვერაფერი გაკვეთილი ვერ გვასწავლა, ჩვენ ჯიუტად
იგივე შეცდომებს ვუშვებთ და ვეძებთ დამნაშავეს.
ჩვენ სამწუხაროდ
ბევრ ელემენტარულ საკითხებზეც კი ვერ ვთანხმდებით,
სამაგიეროდ სწრაფად ვივიწყებთ იმას რასაც თავადვე
ვებრძოდით და საკმარისია წარმოსახვითი პერსპექტივა შევიქმნათ, ილუზიებით ვიწყებთ ცხოვრებას.
საზოგადოება უნდა ვითარდებოდეს,
საზოგადოება ძირითად ღირებულბებზე უნდა თანხმდებოდეს, საზოგადოება უნდა ქმნიდეს ახალს
და თუ ეს ესე არ ხდება, მაშინ ჩვენ ვერასდროს
ვერ ავაშენებთ ჩვენივე სახელმწიფოს და არც არავინ გააკეთებს ამას ჩვენს მაგივრად.
არახალია თუ ვიტყვი,
რომ ამ პრობლემის სათავე ჩვენშივეა და განათლებას უკავშირდება, ჩვენ უბრალოდ ამის აღიარება
გვიჭირს, ძალიან გვიჭირს.
ყველაზე მნიშვნელოვანს თუ სახელმწიფო გააკეთებს და
დახარჯავს რაც შეიძლება მეტ რესურსს განათლებაში ჩვენ სწორი გზით წავალთ, ოღონდ აქაც
უნდა შევთანხმდეთ რას არის ჩვენი მიზანი და რა შედეგს ველით.
ქალბატონებო და
ბატონებო ნუ ვივლით „ერთი და იგივე წრეზე „ დროა ჩამოვყალიბდეთ, გავერთიანდეთ, ცოცხალ ანუ განათლებულ საზოგადოებად.
P.S - რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ საკითხზე იყო ანდრო ბარნოვის
ძალიან საინტერესო ლექცია გორში...

No comments:
Post a Comment