ქალი რომელიც
სულ ლაპარაკობს
მანტიაში უფრო წარმომედგინა ჩემი თავი, ვიდრე პოლიტიკოსის ტრიბუნასთან. თოთხმეტ წლიანი საადვოკატო პრაქტიკის მიუხედავად, მანტიამ ვერ მოაღწია ადვოკატამდე. მოკლედ, მანტიის ძიებაში პოლიტიკოსის ტრიბუნასთან აღმოვჩდნი. თავს აღარ შეგაწყენთ იმ ახლო წარსულის გახსენებით, ვარდების სროლა ქვებით რომ დაამთავრეს. ახალა ის უფრო მაფიქრებს, ჩვენ რას ,,გვესვრიან".
თითქმის ორი წელია ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იყო, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარობა შემომთავაზეს, გასვლა-არგასვლაზე იმდენი არ მიფიქრია, რაც დეპუტატობის პერიოდში გასაკეთებელ საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ წინასარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარებდა, დაძაბული ვიყავი ოჯახის წევრებთანაც. კამპანიას ვატარებდი და ვახსენებდი მათ, რომ ხმა მოეცა ჩემთვის. ოჯახიდან უბანში, უბნიდან კი დასახლების ყველა ჩიხში გადავინაცვლე. ვიყავი ,,ქალი, რომელიც სულ ლაპარაკობდა“.
პარადოქსია, მაგრამ ჩემს კამპანიაში ყველაზე ნაკლები დაპირებები იყო. ვეუბნებოდი ,,ოღონდაც ამირჩიეთ და რის საშაუალებასაც დეპუტატის მანდატი და ადგილობრივი ბიუჯეტი მომცემს, მაქსიმუმს გავაკეთებ-მეთქი“. იყო კურიოზული შემთხვევებიც. როდესაც მეკითხებოდნენ: რომ აგირჩიოთ გვეშველება რამეო, მეც იუმორით ვპასუხობდი ,,ამირჩიეთ და თქვენ თუ არა, მე ხომ მაინც მეშველება-მეთქი".
ამომრჩევლებსაც არ ვუმალავდი, რომ გამარჯვება მინდოდა ძალიან. არჩევნების წინა დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ მოვიგებდი, ამას გინდ პოლიტიკური გინდ ქალური ინტუიცია უწოდეთ. არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ,,დიდგორის ბრძოლა“ მოვიგე 1121 ხმით.
ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. პირველი ის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული თავად აღმოვჩნდი; ამასთან ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამომრჩევლის ამ გადაწყვეტილებამ, თუმდაც ვერხვები კვერნაკის მაგალითზე, გენდერული სტერეოტიპები დაამსხვრია.
სამწუხაროდ, დეპუტატის მანდატი საკმარისი როდია ჩემი ამომრჩევლის, მათ დასახლებაში არსებული პრობლემების სრულად გადაჭრა-მოგვარებისთვის, მაგრამ იმის იმედს არ ვკარგავ, რომ თვითმმართველობის რეფორმა სრულად განხორციელედება და ადგილობრივი ბიუჯეტი უპასუხებს მოსახლეობის ინტერესებს.
სკარებულოს პირველ სხდომაზე დახლოებით იგივე განცდა მქონდა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სარკესთან დიდი დრო გავატარე, ზოგადად მიყვარს იმიჯზე ზრუნვა და ჩემი თავის პიარი.
პირველი სხდომისთვის კაბაც კი შევიკერე და ფეხი შევდგი ,,ყინულის სასახლის“ მზის სხივებით გამთბარ სხდომათა დარბაზში. გადავხედე ჟურნალიტებს. მათზე იყო ჩემი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი დამოკიდებული. შემდეგ თვალი გადავავლე კოლეგებს, პირველ რიგში, კონკურენტებს ჩამოვართვი ხელი.
რამაზ იოსელიანმა შენიშვნა მომცა ერთ-ერთ სხდომაზე. როდესაც კომისიის თავმჯდომარის რანგში საკითხის მომხსენებელი ვიყავი და მის შეკითხვებს ვპასუხობდი, მითხრა - ,,ქალბატონო თამარ, თქვენ ყველაფერი როგორ იცით“.
საკრებულოს ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ამომრჩევლებთან შესახვედრად წავედი, წყალგაყვანილობის და ინფრასტრუტურის პრობლემების გადასაჭრელად. დასახლებაში დავინახე ტრაქტორი, რომლითაც ტერიტორიას ასუფთავებდნენ. მის საჭესთან აღმოვჩნდი და სურათის გადაღება მომინდა. მაშინ მივხდი, რომ არის ჩემში რაღაც ,,მიშასეული“, პირველ რიგში რაც შევამოწმე, ეს მუხრუჭი იყო...
,,დემოკრატია რომ ლობიოობა არ არის“, ეს ჭეშმარიტება NIMD-ის კურსმა კიდევ უფრო მეტად გაამყარა ჩემში. ,,დემოკრატიის სკოლის“ კურსამთავრებულები ჩემი მეგობრები და, ამავდროულად, ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან. მეიმედებიან და ,,მაშინებენ“ კიდეც. შენიშვნას თუ მაძლევენ, ხშირად, ვეხუმრები: ,,თქვენ თუ გადამერიეთ. ასეთი არც დემოკრატია მინდა და არც ჩემი დეპუტატობა მიღირს ამად“-მეთქი... დემოკრატია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ფასადი არ არის, ეს ჩემი პიროვნებიდან გამომდინარებს.
ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, როგორც ჩემი საყვარელი ლექტორი იტყოდა, „დემოკრატია სულელური აზრების ფრქვევა როდია.“
აი, აქ კი მუხრუჭია საჭირო!
თითქმის ორი წელია ,,ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იყო, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარობა შემომთავაზეს, გასვლა-არგასვლაზე იმდენი არ მიფიქრია, რაც დეპუტატობის პერიოდში გასაკეთებელ საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ წინასარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარებდა, დაძაბული ვიყავი ოჯახის წევრებთანაც. კამპანიას ვატარებდი და ვახსენებდი მათ, რომ ხმა მოეცა ჩემთვის. ოჯახიდან უბანში, უბნიდან კი დასახლების ყველა ჩიხში გადავინაცვლე. ვიყავი ,,ქალი, რომელიც სულ ლაპარაკობდა“.
პარადოქსია, მაგრამ ჩემს კამპანიაში ყველაზე ნაკლები დაპირებები იყო. ვეუბნებოდი ,,ოღონდაც ამირჩიეთ და რის საშაუალებასაც დეპუტატის მანდატი და ადგილობრივი ბიუჯეტი მომცემს, მაქსიმუმს გავაკეთებ-მეთქი“. იყო კურიოზული შემთხვევებიც. როდესაც მეკითხებოდნენ: რომ აგირჩიოთ გვეშველება რამეო, მეც იუმორით ვპასუხობდი ,,ამირჩიეთ და თქვენ თუ არა, მე ხომ მაინც მეშველება-მეთქი".
ამომრჩევლებსაც არ ვუმალავდი, რომ გამარჯვება მინდოდა ძალიან. არჩევნების წინა დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ მოვიგებდი, ამას გინდ პოლიტიკური გინდ ქალური ინტუიცია უწოდეთ. არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ,,დიდგორის ბრძოლა“ მოვიგე 1121 ხმით.
ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. პირველი ის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული თავად აღმოვჩნდი; ამასთან ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამომრჩევლის ამ გადაწყვეტილებამ, თუმდაც ვერხვები კვერნაკის მაგალითზე, გენდერული სტერეოტიპები დაამსხვრია.
სამწუხაროდ, დეპუტატის მანდატი საკმარისი როდია ჩემი ამომრჩევლის, მათ დასახლებაში არსებული პრობლემების სრულად გადაჭრა-მოგვარებისთვის, მაგრამ იმის იმედს არ ვკარგავ, რომ თვითმმართველობის რეფორმა სრულად განხორციელედება და ადგილობრივი ბიუჯეტი უპასუხებს მოსახლეობის ინტერესებს.
სკარებულოს პირველ სხდომაზე დახლოებით იგივე განცდა მქონდა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სარკესთან დიდი დრო გავატარე, ზოგადად მიყვარს იმიჯზე ზრუნვა და ჩემი თავის პიარი.
პირველი სხდომისთვის კაბაც კი შევიკერე და ფეხი შევდგი ,,ყინულის სასახლის“ მზის სხივებით გამთბარ სხდომათა დარბაზში. გადავხედე ჟურნალიტებს. მათზე იყო ჩემი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი დამოკიდებული. შემდეგ თვალი გადავავლე კოლეგებს, პირველ რიგში, კონკურენტებს ჩამოვართვი ხელი.
რამაზ იოსელიანმა შენიშვნა მომცა ერთ-ერთ სხდომაზე. როდესაც კომისიის თავმჯდომარის რანგში საკითხის მომხსენებელი ვიყავი და მის შეკითხვებს ვპასუხობდი, მითხრა - ,,ქალბატონო თამარ, თქვენ ყველაფერი როგორ იცით“.
საკრებულოს ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ამომრჩევლებთან შესახვედრად წავედი, წყალგაყვანილობის და ინფრასტრუტურის პრობლემების გადასაჭრელად. დასახლებაში დავინახე ტრაქტორი, რომლითაც ტერიტორიას ასუფთავებდნენ. მის საჭესთან აღმოვჩნდი და სურათის გადაღება მომინდა. მაშინ მივხდი, რომ არის ჩემში რაღაც ,,მიშასეული“, პირველ რიგში რაც შევამოწმე, ეს მუხრუჭი იყო... ,,დემოკრატია რომ ლობიოობა არ არის“, ეს ჭეშმარიტება NIMD-ის კურსმა კიდევ უფრო მეტად გაამყარა ჩემში. ,,დემოკრატიის სკოლის“ კურსამთავრებულები ჩემი მეგობრები და, ამავდროულად, ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან. მეიმედებიან და ,,მაშინებენ“ კიდეც. შენიშვნას თუ მაძლევენ, ხშირად, ვეხუმრები: ,,თქვენ თუ გადამერიეთ. ასეთი არც დემოკრატია მინდა და არც ჩემი დეპუტატობა მიღირს ამად“-მეთქი... დემოკრატია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ფასადი არ არის, ეს ჩემი პიროვნებიდან გამომდინარებს.
ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, როგორც ჩემი საყვარელი ლექტორი იტყოდა, „დემოკრატია სულელური აზრების ფრქვევა როდია.“
აი, აქ კი მუხრუჭია საჭირო!

No comments:
Post a Comment