კახა ტოლიაშვილი
წინასაარჩევნო დაპირებები:
განახევრებული ტარიფები, უამრავი სამუშაო ადგილი, 100 ქარხანა, პენსია 220 ლარი, დიდი აღმშენებლობა, კარტოფილის
თესლი მთელ საქართველოს და უამრავი სხვა. სიბინძურით მოპოვებული რეიტინგი: ბარბარე
რაფალიანცის მკვლელობა, ვირტუალური ცოცხების ისტორია, ჩვენს ქალაქში დადგმული სტალინის
ძეგლი და გახსნილი ერგნეთის ბაზრობა.
რას ვხედავთ დღეს: გაჩერებულ
დაპაუზებულ საქართველოს, გაზრდილ კრიმინალს, პრემიებად გაცემულ ასობით მილიონს, მოტყუებულ
ხალხს და ჩვენი ქვეყნის განვითარების დაღმასვლას.
გორში კი ვერ ვხედავთ ვერც სტალინის დადგმულ ძეგლს,
ერგნეთის ბაზრობას და ვერც ახალ შექმნილს რამეს ამ ქალაქში. სამაგიეროდ ვხედავთ მიტაცებულ
მუნიციპალურ მიწებს, მიტაცებულს პარლამენტის დეპუტატების, საკრებულოს თავჯდომარის,
ქართული ოცნების აქტივისტების, მეგობრების და ნათესავების მიერ. მიტაცებულ საბიუჯეტო
თანხებს: პრემიებში, მაწანწალა ძაღლებში, ნათესავების და ოჯახის წევრების ხელფასებში.
არამგონია ეს იყო
ქართველების ოცნება, არამგონია ხალხი 41-ს, რომ ხაზავდა ამაზე ფიქრობდა, მაგრამ მხოლოდ
პირად კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ატყუებდნენ მთელ საქართველოს
და დღესაც ატყუებს, მათშორის ამ ქალაქში.

No comments:
Post a Comment