Monday, September 15, 2014

გარდამავალი დემოკრატიის სირთულეები და ევროპული პერპექტივები გორში

გიორგი ედიშერაშვილი

გარდამავალი დემოკრატიის სირთულე ხშირად ძალზე დილემურ და მტკივნეულ გადაწყვეტილებებს მოიცავს. ამ პროცესისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება, რაც ხშირად ამა თუ იმ ახალ იდეას რომელსაც ძირითადად ახალი თაობა ემხრობა ხოლმე, არ ეძლევა მზის სინათლეზე გამოსვლის საშუალება. ალბათ არ ვიქნები გამონაკლისი თუ დავწერ რომ ჩვენ სწორედ გარდამავლ დემოკრატიად მოვიაზრებით დასავლური სამყაროს თვალში და რა გასაკვირია, რომ პრობლემები, აზრთა ჭიდილი და შეხლა შემოხლა სხვადსხვა ფასეულობების მქონე საზოგადოებებს შორის ამ ქვეყნისთვისაც ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს.

ახალი, დემოკრატიული იდეების ინიციატორებად ჩვენში ე.წ ლიბერტარიანული ფრთის წარმომადგენლები გვევლინებიან, ვინც ხშირად ამავე იდეოლოგიის მეორე ფლანგზე მყოფი საზოგადოების კრიტიკასაც იმსახურებენ ხოლმე, რომლებიც ეკლეიის უსაფუძვლო, ზედაპირული და ,,მოდური’’ კრიტიკის გამო, აგრეთვე საყოველთაოდ გაკიცხული ფასეულობების და ინსტიტუტების ხელმეორედ გმობისთვის იღებენ შენიშვნებს და რჩევას, რომ ფუნდამენტური საკითხებით დაინტერესდნენ.

 ეს საზოგადოება უფრო კონფრონტაციულია და მაგალითად სტალინის ძეგლის არსებობა არარსებობის ამბავს სხვადსხვა ქალაქში ბიუსტების შეღებვით აპროტესტებს. სინამდვილეში კი შესაძლოა არც უწყოდეს კონკრეტულად იმ რეპრესიების შესახებ რასაც ეს უკანასკნელი ახორციელებდა.

მე თუ მკითხავთ გარდამავლი დემოკრატიის პირობებში საზოგადოების ზემოთხსენებულ ნაწილს პრობლემების შექმნა თუ შეუძლია, სხვა არაფერი, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც დემოკრატია ვართ, ამიტომ ცხადია მათაც აქვთ უფლება პროვოკაციული და ზედაპირული აქტივობების. მეორეა, გარკვეული ცოდნით, თანამედროვე ინფორმაციით შეიარაღებული ახალგაზრდებისგან დაკონპლექტებული საზოგადოება და მათი აქტივიზმი. ეს კატეგორია მაგალითად გორში, სადაც ყველაზე მეტად ჭარბობს სტალინური სენტიმენტები (ასაკის მიუხედავად) დღითი-დღე იზრდება და მოიცავს სხვადსხვა ასაკის, საზოგადოებაში ისედაც აქტიურ, სტუდენტების, მოსწავლეების, ,,NGO’’ სექტორის და პოლიტიკოსების ერთობას.

ისინი ბოლო წლების განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდებიან, რამდენადაც საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გორში აქტიურად უწყობენ ხელს არაფორმალური განათლების კერების შექმნას. კურსდამთავრებულები კი ხელისუფლებასთან ერთად ახალი, კრეატიული იდეებით შემოდიან ქალაქის რეალობაში. ეს საზოგადოება ცდილობს გადაწყვიტოს მტკივნეული საკითხები  რომელიც წლებია იდგა ან უნდა მდგარიყო საზოგადოების დღის წესრიგში.

 მსგავს პროექტებს ახორციელებს რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და თეორიულ სწავლებასთან ერთად თიოეული კურსი საკმაოდ აქტიურ, სამოქალაქო აქტივიზმთანაცაა დაკავშირებული. ამ ცენტრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ორგანიზებულად აწყობენ დასუფთავების, გამწვანების აქციებს. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ახორციელებენ ადვოკატირების პროექტებს.

 ამასწინად გორში, არაფორმალური განათლების კიდევ ერთი ცენტრის, ლიდერთა ქსელის 64 სტუდენტმა 5 თვიანი კურსი დაასრულა. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდებმა ქალაქის მთავარი
მოედნისთვის ევროპის მოედნის სახელწოდების მინიჭების იდეა გააჟღერეს. ამ საკითხს უკვე მოყვა გამოხმაურება და აზრთა სხვადსხვაობა გორის საზოგადოებაში. ნაწილი ინიციტივას ხმამაღლა აპროტესტებს, ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპის მოედნის მინიჭებას სულაც მოედნის უსახელოდ ყოფნა ჯობს.

 ზგიერთ გორელს მაგალითად ცნობილი ქართლელი მოღვაწეები მოყავს და მოედნისთვის სწორედ მათი სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. მათი დიდი ნაწილი ახლაღა დაინტერესდა რომ თურმე ეს მოედანი ამდენ ხანს უსახელოდ ყოფილა. კომენტარებში ჩანს, რომ მათ ადარდებთ და აშინებთ ის გარემოება რომ შესაძლოა ევროპულმა, საბჭოური (სტალინური) ჩაანაცვლოს. საბჭოურს კიდევ ეროვნულს არქმევენ. არადა როგორც გავარკვიე  ამ მოედანს სახელწოდება არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში არ გააჩნია.

თუმცა ანტიევროპელებს (რომელიც კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების) ევროპის მოედანს უსახელო მოედნის არსებობა ურჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კურსის, სახელმწიფოს ორიენტაციის ფაქტორი, ახალგაზრდებს და პრინციპში, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აძლევს ამ მოედნისთვის ევროპის მოედნის დარქმევის სურვილის  ლოგიკურ  საფუძველს, ვფიქრობ მანამ სანამ პეტციაზე ამომრჩეველთა 1 % მოაწერდეს ხელს სხვადსხვა სივრცეში უნდა შედგეს ჯანსაღი სცოიალური დისკუსია, რადგან დემოკრატია სწორედ კონსენსუსის პოლიტიკას ემყარება. ვფიქრობ, რომ ახალ ინიციატივას მყარი არგუმენტი, კვლევა და დასაბუთება უნდა ახლდეს.

კონფრონტაციული აქტივიზმი, რომელსაც ზემოთხსენებული ფსევდო ლიბერალები მიმართავენ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ისედაც დაღვარძლულ საზოგადოებაში ზიზღისა და შუღლის განმტკიცებას. ასე, რომ თავისთავად მზა რეცეფტი თუ როგორ ვიმოქმედოთ გარდამავალ დემოკრატიაში არ არსებობს. ერთი კია, რომ ოპონენტთან დიალოგი, მისი მოსმენა, რამდენადაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შენი მოსაზრება მისას, უალტერნატივოა. სხვაგვარად მხოლოდ კონფრონტაციას და პოლარიზებას მივაღწევთ, რომელიც ეჭვი მაქვს არავისთვის იქნება სასიამოვნო და სასარგებლო.

No comments:

Post a Comment