Thursday, October 16, 2014

შეზღუდული გარემო

ვიქტორ ქარქიშვილი
 დაბადებიდან ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, თავიდან როგორც ყველას მეც ასევე მიჭირდა გადაადგილება,  არ მქონდა ეტლი და სხვადასხვა საშუალებით  გადავადგილდებოდი.   ნელ-ნელა შეიცვალა ჩვენს მიმართ ყველაფერი,   2006-2008 წლებში  გადმოგვეცა ეტლები. ,,გორის ინვალიდთა კლუბის მეშვეობით იყო ბევრი აქტივობები, ღონისძიებები,  ტრენინგები  საზოგადოების  ცნობიერების და  ჩვენთვის სტიმულის ასამაღლებლად.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად    რაღაცები კეთდება ეტაპობრივად,    მაგრამ უფრო მეტს აზვიადებენ ვიდრე  აკეთებენ.
   ჩვენს გარეშე არ უნდა დაიგეგმოს  არცერთი ღონისძიება რაც მიმართული ნება  .. პირების უკეესი მომავლისავის, რათა ჩვენ უკეთ ვიცით რა გვჭირდება. თუნდაც ავიღოთ   პანდუსები, ქალაქში არცერთი პანდუსი არ არის ადაპტირებული და არ ჯდება სტანდარტებში, არ არის მოწესრიგებული გადასასვლელები.  მე თვიონ ქალაქში თითქმის მთელ დღეს ვატარებ და ბევრჯერ ამის გამო ჩემი სიცოცხლე დადგა საფრთხის წინაშე. ეტლით მიწევს ავტომობილების სავალ გზაზე სიარული, რადგან არ არის პირობა იმისა რომ ვიარო ფეხით მოსიარულეთა ზოლში ტროტუარზე   ამის გამო იქმნება  საავარიო სიტუაცია რაც მეც   დისკომფორტმიქმნის და მძღოლებსაც.
 დილით  როდესაც  გამოვდივარ ძალიან დიდ პრობლემებთან ვარ შეჭიდებული, რადგან ვცხოვრობ კორპუსში ვიღაც მჭირდებ ყოველთვის რომ გარეთ გამოვიდე და საზოგადოებაში აქტირად ჩავერთო, მაგრამ ჩემს ადაპტირებას ხელს შეზღუდული გარემო უშლის. გავიდეთ ქალა პანდუსების 100%-ზე ვერ ავალთ დახამრების გარეშე.  არცერთ შენობას არ აქვს პანდუსი და ვართ დისკომფორტში სახლიდან გარეთ გამოვდივარ  მაგრამ შემდგომში? როგორ მოვიქცე? მე ვფიქრობ ესენი გააკეთეს რომ დაანახონ ხალხს ვითომ  ..  პირებზე ზრუნავენ, მაგრამ რაც მთავარია ამას ჩვენ ვერ ვხედავთ.    
ჯანდაცვის მხრივაც ბევრი რამე არის შესაცვლელი,  არ უნდა გვიწევდეს რიგები და არ უნდა იყოს დისკრიმინაციული შემთხვევები, როდესაც ექიმი ჩამოდის შენთან და გეუბნე მოდი მე აქ მოგემსახურები და კაბინეტშ ნუ შემოხვალო ეს ყოვლად დაუშვებელი დამოკიდებულებაა.
არის უმუშევრობის პრობლემა ძალიან ბევრ ..  პირს შეუძლია სამსახური ქონდეს, იმუშავოს მაგრამ არის დისკრიმინიაციული მიდგომები. პირადად მე შემიძლია სამსახურის დაწყება,   კომპიუტერულ პროგრამებს ვფლობ  ჩემს მსგავსად კიდევ ბევრია ადამინია, მაგრამ არავინ კიდებს .. პირს ხელს და თუ ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება კარგი იქნება, რადგან კონვენცია მიღებულია  იმის რომ გავქვს უფლება ვიმუშაოთ, მაგრამ არ ჩანს ვინც ჩვენ დაგვასქმებს.

დღესდღეობით  წინა წლებთან  შედარებით  ძალიან ბევრი რამე შეიცვალა,  ხალხიც ისე აღარ გხვდება ქალაქში,  როგორც უცხო პლანეტიდან ჩამოსულ ადამიანს.

               

No comments:

Post a Comment