ლადო ბიჭაშვილი
ამ თამაშს მახენებს დღეს
უკვე ქართული სატელევიზიო ახალი ამბები და განსაკუთრებით თოქ-შოუები. ოღონდ ერთი განსხავებაა, აქ უკვე ,,დიდი ბავშვები“
თამაშობენ.
მნიშვნელობა არა
აქვს გადაცემის თემას, ისევე როგორც ბავშობაში ნაკლებ მნიშვნელობა ჰქონდა ,,გაფუჭებული
ტელეფონის“ თავდაპირველ სიტყვას, ჩვენ ვერთობოდით,
,,დიდი ბავშვებიც“ იგივეს აკეთებენ, არც მათვის არა აქვს მნიშვნელობა ფაქტს, სტატისტიკას და ა.შ. ისინი თავსაც ირთობენ და ჩვენც გვართობენ ,,გაფუჭებული ტელევიზორიდან“.
მე თოქ-შოებს აღარ
უყურებ რადგან ტელევიზორი გამიფუჭდა. აჩვენებს ხმაც აქვს, მაგრამ ერთი უცნაურობა სჭირს
რეალობას, დროსა და სივრცეში აცდენილია ტელევიზორიდან მოსმენილი ინფორმაცია თუ გაკეთებული
განცხადებები, რადგან ამ ინფორმაციაში მხოლოდ ბრალმდებელის და ადრესატის სახელები და
გვარები იცვლება, ტექსტი უცვლელი რჩება.
ჩემი ,,გაფუჭებული ტელევიზორი“ ხელოსანს მიუტანე, მითხრა რთული შემთხვევაა ჩემსასაც
იგივე სჭირს და ვერაფერი ვერ გაუგე, მგონი ამ ხელობას თავი უნდა დავანებო რამდენიმე
კლიენტიც უკან გავაბრუნე, ამ საქმიდან აღარაფერი გამოდის ისევ ,,კაფელშიკობას“ უნდა მივხედოო და გაბრაზებულმა კარები ისე მომიჯახუნა
შიგნით ტელევიზორების მსხვრევის ხმა გავიგე...
წამოვედი თავში
ათასი აზრი მიტრიალებს მათ შორის ,,გაფუჭებული ტელევიზორიდან“ მოსმენილი. ეს სიტუაცია სიზმარს მახსენებდა, განსაცდელში მყოფი შველას რომ ითხოვ
და არავინ გეხმაურება. ამ
ფიქრებიდან ტელევიზორის სიმძიმემ გამომიყვანა, რომელსაც რახანია ხელით ,,მივათრევ“ და გადასაგდებად მენანება მაინც ფული მაქვს გადახდილი.
მის შესაძენად რამდენიმე თვე ვაგროვებდი თანხას, ჩემი ყოვეთვიური შემოსავლიდან 20%-ის გადანახვას ვახერხებდი.
ახალ სხვა ხელოსანთან
მივიტანე კარებზე წარაწერა ტელე-ატელიე გადაჯღაბნილი დამხვდა მის ნაცვლად ეწერა ვიბარებთ
ანტიკვარულ ნივთებს. ბოლო იმედი იყო ჩემთვის, მივიტანე და შევხედე ,,რეკორდის“ ფირმის შავ-თეთრი ტელევიზორები ელაგა. ვაჩვენე
გამყიდველს
მკითხა რამდენი ხანია რაც გაქვსო. მე ვუპასუხე ცხრა წელია რაც ვიყიდე თუმცა დავამატე, რომ ზოგიერთი ნაწილი
ძველი ქონდა, მიპასუხა ამას ვერ ჩავიბარებთ, ჯერ ახალია წაიღე სახლში და ასე 15-20 წლის შემდეგ
მოიტანეო და მერე ვნახოთო.
უიმედოდ წამოვედი
გზაში ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიის ვიტრინაზე წარწერა დავინახე ,,მოტანეთ ძველი ტელევიზორი და წაიღეთ ახალი“. თავიდან შევხედე პოლიტიკოსის პალკატი
ან საარჩევნო დაპირება ხომ არ იყო, მაგრამ
არსად შემოსახაზი ციფრი არ ჰქონდა მითითებული. მაინც გადავმოწმე კონსულტათან, რომელმაც სანდომინი სახით მითხრა დიახ ეს ჩვენი აქციაა, ვაჩვენე
ტელევიზორი და უთხარი თუ გამიცვლიდნენ? აქაც
თავი
შეიკავეს, მაგრამ რაკიღა აუხსენი
რომ გაფუჭებული იყო და ვუთხარი რაც სჭირდა გაიცინეს და დამთანხმდნენ გაცვლაზე. ასარჩევად პლაზმურ ტელევიზორებისკენ მიმითითეს არჩევანი
დიდი იყო მონიტორი ,,5 დიუმით“ იწყებოდა 41-ით მთავრდებოდა. უკეთესის იმედით მეც ყველაზე დიდი ზომის ვარჩიე ,,41 დიუმიანი“ მონიტორით. სახლში, რომ მივიტანე რამდენიმე წუთი გამორთულს
ვუყურებდი ასე უფრო კარგად გამოიყურებოდა და
მეც მშვიდად ვიყავი. ბოლოს ჩავრთე მოვკალათი
ტელევიზორის წინ და ჰოი საოცრება, ამათაც გაფუჭებული
ტელევიზორი შემომატყეს ახალა უფრო დიდი ეკრანიდან და უკეთესი ხარისხით
ვუყურებ და ვუსმენ იმას, რაც არერთხელ მომისმენია
და მინახავს ძველი ,,გაფუჭებული ტელევიზორიდან“.

უფრო და უფრო მაგარ რამე-რუმეებს წერ.
ReplyDelete