Sunday, January 18, 2015

“ბიძინას ღამე და ღირსებააღდგენილი სამართლიანობა“ კასპში

რობერტ კავთიაშვილი
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დიდი ვნებათაღლვა იყო სრულიად საქართველოში, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტშიც. სიტუაცია განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოს დაიძაბა, იყო აქციები, იყო პირადი დაპირისპირება, რა დროსაც ქართული ოცნების აქტივისტები სისხლისმსმელებს და კაციჭამიებს უწოდებდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს. 
რაც არ უნდა პოლიტიკაზე ვისაუბროთ, ფაქტები ფაქტებად რჩება.