სტერეოტიპების ქვეყანა რომ ვართ, მგონია ვიცით ყველამ, მაგრამ რამდენად არის ჩვენში მძაფრი სურვილი დაშთომისა სტერეოტიპებში ჩარჩენილ ქვეყნად - საკითხავი, აი ეს არის.
უმაგრესი ბებიაჩემი ერთ ამბავს გვიყვებოდა ხოლმე იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ და რატომ არ ვარგა იყო მორიდებული. ამბავი ასეთია: ბებიაჩემი და მისი ახლობელი სტუმრად წასულან. გზა გრძელი აღმოჩნდა. ორივეს მოშიებია. ბებიაჩემის თანამგზავრი თურმე განსაკუთრებით შეწუხებულა ამით და ხშირ-ხშირად იმეორებდა, ოჰ, როგორ მშია, უჰ, როგორ მშია, ნეტავი ერთი რაიმე მაჭამაო.
როდესაც დანიშნულების ადგილას მისულან, მასპინძელს სადილი შეუთავაზებია: მობრძანდით, ნამგზავრები ხართ, მიირთვითო. ბებიაჩემის თანამგზავრს კიდევ ქვა აუგდია და სულ საწინააღმდეგო უმტკიცებია, რას ბრძანებთ, აპაპაპ, საერთოდ არ გვშია, როგორ გეკადრებათო. მოკლედ, ისე უმტკიცა მასპინძელს, ახლა ვერაფერს შევჭამთო, დაარწმუნა. უკან გზაზე, მარტონი რომ დარჩნენ, ბებიაჩემი გაოცებული ეკითხება თავის თანამგზავრს: მთელი გზა იმას ნატრობდი, ნეტა საჭმელი ვინმემ შემოგვთავზოს და როდესაც შემოგთავზეს, უარი რატომ თქვიო. მომერიდაო - იმ ქალს უთქვამს. ბებიაჩემი გვეუბნებოდა, აი, რა ცუდია, უადგილოდ მორიდება, თუ გშია, თავი არ უნდა გამოიდო და უნდა მიირთვაო.
ეს ისტორია ორი მიზეზის გამო მოვყევი. ერთი იმიტომ, რომ მინდა დავადასტურო, უადგილო მორიდებულობა დიდი სისულელეა და მეორეც იმის გამო, რომ საუბარში ჩვენი ქვეყნის კვების ტრადიციებზე მინდა გადასვლა ახლა.
კვების და საკვების მიმართ უკიდურესად სენსიტიურები ვართ, მგონი ეს საყოველთაოდ შეთანხმებულ-აღიარებული ამბავია. პრობლემა იმაშია, რომ ლოგიკურობაში არ ვვარგივართ. თანმიმდევრულები არ ვართ. ჭამა კი გვიყვარს, მაგრამ ჭამას რაც მოჰყვებაა, ამაზე ან თვალს ვხუჭავთ, ან ფოთოლს ვაფარებთ, რადგან გვრცხვენია. სირცხვილზე ყოველთვის ციხეების მუზეუმის თავს დამტყდარი ტრაგედია მიდგება თვალწინ. პატარა ექსკურსი რომ გავაკეთოთ, უახლესისტორიული, გორში, სადაც დგას გორის ციხე, გორი, რომელიც ისტორიული ქალაქია, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინი, აბერეშუმის გზის ფორპოსტი და სხვა გულზე ხელის ბრაგუნობები, ერთ დროს გაჩნდა ასეთი იდეა: ეარსება ციხეების მუზეუმს. აქვე ლაიტმოტივად შეგვიძლია წავიმძღვაროთ ამბავი იმისა, რომ საქართველოში არაა შემორჩენილი მეფეთა დარბაზები, რადგან ჩვენი მეფეები სრულიად ჩვეულებრივი მოკვდავებივით ცხოვრობდნენ, სამაგიეროდ შემორჩენილია ეკლესიები და ციხესიმაგრეები იმის დასტურად, რომ ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რწმენის დაცვა. დიახ (აქ ძახილის ნიშანიც კი დაიწერებოდა). და გორიც ესაა ქალაქი-ციხესიმაგრე. მოკლედ, ციხეების მუზეუმი გაიხსნა გორისციხის ძირში, ელგუჯა ამაშუკელის ლომჭაბუკის (ერთდროს) სკვერში. გახსნით კი გაიხსნა, მაგრამ ნაკლებად იარსება, რამეთუ ზედ (ბოდიში მომითხოვია და) აფსავდნენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დღისით, მზისით, ბავშვების, ახალგაზრდების, სრულიად ქართული საზოგადოების თვალწინ, ყოველგვარი მოფარების გარეშე). რომ დამეწერა სიტყვა „აშარდავდნენ“ სრული სურათის გამომხატველი არ იქნებოდა. ციხეების მუზეუმის კედლებზე დღესაც ნათლად ახატია, რომ აფსავდნენ. აფსავდნენ, რადგან გორი უტუალეტო ციხეების ქალაქია. არ მინდა ეს ყველაფერი აღქმული იქნას წარსულად, რადგან უტუალეტობის გამო მიფსმების ციკლი გაგრძელდა და გრძელდება (მიწისქვეშა გადასასვლელებთან, ხიდების ქვემოთ) და გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე ხელისუფლება მივა ჩვენწელთაღრიცხვამდელი ევროპელების (რომაელების, მაგალითად) თვითშეგნებამდე მაინც და მიხვდება, რომ ფულს არ აქვს სუნი.
„ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში“ მილან კუნდერა თავისი ბავშვობის შთაბეჭდილებებს აღწერს და შემდეგ ამას სტალინის შვილის გარდაცვალების შემთხვევას უკავშირებს. კუნდერა ამბობს, ბავშვობაში, როდესაც ბავშვებისთვის გამოცემული ძველი აღთქმის სურათებს ვათვალიერებდი, ვხედავდი, რომ ღმერთი გამოსახულია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც აქვს თვალები, ცხვირი, პირი, წვერები.. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაკი ღმერთს აქვს პირი, ესე იგი, ჭამს კიდეც, ხოლო რაკი ჭამს... „ყოველგვარი თეოლოგიური მომხადების გარეშე, უკვე ბავშვი, ვაცნობიერებდი ღმერთისა და განავლის შეუთავსებლობას ... „მხოლოდ 1980 წელს ამოვიკითხე „სანდი თაიმსში“, როგორ მოკვდა სტალინის შვილი, იაკობი. მეორე მსოფლიო ომის დროს დატყვევებული იაკობი ინგლისელ ოფიცრებთან ერთად მოათავსეს. მათ საერთო ტუალეტი ჰქონდათ. სტალინის შვილი ტუალეტს მოსვრილს ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დროს მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე შვილის განავალი იყო, შენიშვნა მისცეს იაკობს, რაზეც ის გაბრაზდა. საყვედურები არ შეუწყვეტიათ და ტუალეტის გაწმენდას აიძულებდნენ. იაკობი გაბრაზდა, ეჩხუბა. ბოლოს ტყვეთა ბანაკის უფროსთან შეხვედრა მოითხოვა. უნდოდა, მას გამოეტანა სამართალი, მაგრამ პატივმოყვარე გერმანელმა ოფიცერმა განავალზე ლაპარაკი არ ინდომა. სტალინის შვილმა დამცირება ვერ აიტანა, რუსულად შეიგინა, ბანაკს შემოვლებული დენის მავთულებისკენ გაიქა და ზედ მიეკრა. მისი სხეული, რომელიც ვეღარასოდეს დაუსვრიდა ინგლისელებს ტუალეტს, მავთულებზე მიკრული დარჩა“ (ამონარიდი, პაატა შამუგიას თარგმანი).
კუნდერა ბოლოს ამბობს: მივხვდი, იაკობისთვის რატომაც იყო რთული ტუალეტის მოწესრიგება, ის ხომ მსოფლიოში უძლიერესი კაცის შვილი იყო, რომელსაც ბევრი ღმერთად მიიჩნევდა. ღმერთის შვილისა და ტუალეტის შეთავსება იაკობისთვისაც წარმოუდგენელი იყოო.
მგონი ჩვენ არ ვართ ღმერთები. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ ადამიანებივით და ჩვენს ყოველდღიურობაში უადგილო მორიდებულობის გარეშე უნდა მოვიაზროთ ყოფითობის აუცილებლობები.
გინდათ, გესაუბროთ ჭეშმარიტ ლოგიკაზე?
ქალბატონებო და ბატონებო, მანამ, სანამ დაგეგმავთ ტურისტების მოსაზიდ ღონისძიებებს (ვვვუი, მართლა, ტუალეტი სტალინის მუზეუმშიც კი არაა, ამ უმთავრეს ტურისტების მომზიდავში), ფესტივალებს, ომში დაღუპულთა პატივისცემის გამომხატველ ღონისძიებებს, სახალხო სეირნობებს, კონცერტებს და რაც მთავარია, წლიურ და ყოველდღიურ გეგმებს, გახსოვდეთ მარტივი ლოგიკა.

ძალიან ძალიან საჭირო თემაა წამოწეული..ამაზე საუბრის დაწყებაც კი სტერეოტიპის მსხვრევაა ჩემი აზრით.
ReplyDelete