Saturday, September 27, 2014

,,მე მოქალაქე, ჩვენ სამოქალაქო“

 ლადო ბიჭაშვილი                                      
პირველრიგში მადლობა იმისთვის, რომ ასე აქტიურად და საინტერესოდ წერთ, რომ გითხრათ არ ველოდითქო მოგატყებთ.   მადლობა კიდევ ერთხელ ვინც გვთავაზობთ თქვენს ხედვას, აფასებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით არის ქვეყანაში, რეგიონში,  ჩვენს ქალაქში და რომელიც აისახება ჩვენზე.  დასაწყისისთვის კარგია და გზადაგზა შემოგვიერთდებიან კიდევ.. იმდენი კომპეტენტური აზრი მოვისმინე, რომ უკვე ვფქირობ ორ რამეზე,  საერთოდ დავწერო თუ არა და თუ დავწერ, რა თემაზე? და რა დავწერო?...  გადავწყვიტე დამეწერა  ჩვენზე როგორც მოქალაქებზე, ჩვენი როლისა და პასუხიმგებლობის ერთ-ერთ ეპიზოდზე,  ესეც არასრულად და არც მთავრი აქცენტები იქნება გამოკვეთილი.  მიუხედავად ამისა ვფიქრობ საინტერესო გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოგის ქვემოთ კომენტარების ველია თქვენს განკარგულებაში.
მოქალაქის როლი ოთხ წელიწადში ერთხელ სამი არჩევნების: თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემით არ იწყება და არც მთავრდება.
თუმცა სამწუხაროდ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკოსებს იმდენად არ მიჰყვება ის იარლიყი, როგორც მოქალაეებს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფალი არჩევანის ნება.  ხშირიად მომისმენია, ,,ეს ჩვენ არ გვიჭერდა მხარს და რა დახმარებას გვთხოვს ან დასქმებას“.
 ჩვენ ვართ პასუხიმგებელი მთავრობაზე, რომელიც ავირჩიეთ.  ამ სამივე რგოლის მთავრობასაც აქვს პასუხიმგებლობა ჩვენთან, უბრალოდ  ხანდახან ავიწყდებათ ეს და ჩვენც შევახსენოთ მეტი რა გზაა,  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კონსტიტუციური უფლებაა.  არჩევნებში გამარჯვებული სამივე  საფეხურის სახელისუფლებო რგოლი, ერთნაირად პასუხისმგებელია, როგორც თავის მხარდამჭერებზე, ისე მათზე ვინც არ აირჩია.
მივადექი მთავარ პრობლემას, ვიდრე ჩავუღრმავდებოდე მანამდე განვაზოგადებ და იმ პერიოდს გამოვყოფ რა დროსაც იზრდება ქვეყანაში დასაქმებულების რიცხვი. ეს სწორედ სამივე ,,დონის“ არჩევნებია  და დახლოებით ორ წელიწადში  ერთხელ.  წინასარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს.  აგიტატორები უბნის გარეთ,  დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო უბანზე,  ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,  ნაწილიც პოლიტიკური პარტიებიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტომაქნა გვყავს  არც მეტი არც ნაკლები ამომრჩევლებს   მოქალაქეობრივ ვალს ვახსენებთ და ზრდილობიანად ვთავაზობთ საარჩევნო უბნამდე ავტომანქანით მიყვანას.(გზაში რას ვეუბნებით ეს კიდევ სხვა თემაა..)
ქვეყნაში დასქმება ეს ის ქვაკუთხედია, სადაც   მთავრობა მონოპოლიური უფლებით სარგებლობს, რადგან ბიზნესი დღემდე ვერ უწევს პროცენტულად დასაქმების კუთხით სახელისუფლებო ორგანოებს კონკურენციას.  მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესექტორი სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლდა. ეს არ აღმოჩნდა სტიმული და  ბიზნესი ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს, რადგან ადგილობრივი ბიზნესი ძირითადად მცირე და საშუალო სექტორს განეკუთნება. დასქმების ადგილები კი შეზღუდულია,  პირველ შემთხვევაში 1-დან 3-მდე სამუშაო ადგილი  და მეორე შემთხვევაში 3-დან 10-მდე  მერყეობს.
რადგან ბიზნესი ვერ გვასაქმებს გადავიდეთ ისევ სახელისუფლებო ორგანოებზე,  კონკურს ყველა ველოდებით, მიუხედავ ობიექტურად ჩატარების წინაპირობისა მაინც გვეპარება ეჭვი, რომ  მთლად სამართლიანი ვერ იქნება. აქაც განვაზოგადოთ და დავსვათ კითხვა ვის ეხება კონკურსი? მინუს ქალაქის მერი/მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილეებით და სამსახურის უფროსებით, რომელიც პოლიტიკური რანგის თანამდებობებში გადის.  პირველ ორზე იმდენად არ არის პრეტენზიები, მაგრამ მესამე უკვე ზედმეტია, ანუ რა გამოდის, სამსახურის სპეციალიტებმა კონკურსი უნდა გაიარონ და მათი ხემძღვანელი კონკურსის გარეშე დარჩეს? ამ შემთხვევაში რისკი დიდია რადგან შეიძლება წრმოიქმნას ინტერესთა კონფლიქტი.  აქ უკვე ჩაუღმავდეთ, იმ შემთხვევაში თუ  საკონკურსო-საატესტაციო კომისია დააკოპლექტდება დარგის სპეციალიტებით და მათ მიერ ობიექტურად პროფრესიული უნარჩვევების მიხედვით შეირჩევა კონკრეტულ სამსახურში კომპეტენტური კადრი. რა  გამოდის, რომ მას ეყოლება არაკომპეტენტური ხელმძღვანელი, მაგრამ პოლიტიკურად სანდო მერისთვის ან მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის. დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი  ასეთ შემთხვევაში თვითმართველობებში მივიღებთ სურათს, პოლიტიკურად  სანდო ხელმძრვანელის, კომპეტენტური კადრები.  კარგად მოგეხსენებათ თვითმმართველობის რგოლში რა პასუხიმგებლობა მოდის ხელმძღვანელ პირზე, თან თუ ,,ტყემელზე  ზის“  ხომ  წარმოგიდგენიათ რა დაემართება,  მერის ან გამგებლისა და კვალიფიციური თანამშრომლის შუაში მოხვდება სადაც ,,ჭყლეტვის“ ალბათობა დიდია.  მეორე და უმთავრესი აქ უკვე ,,ჩაკითხვის დროა“, რამდენად არის კოპეტენტური პირის სამსახური დაცული, იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელი რომელიც ,,ტყემელზე ზის“ მასში კონკურენტს დაინახავს? თუ ვერ დაინახავს, დაანახებს მერე რა რომ პოლიტიკუარად სანდოა? თუ ყველაფრის გაკეთება მას მოუწია და ხელმძღვანელის მთავრი დანიშნულება   სამსახურში შემოვლა იქნება,  ნამდვილად საფუძვლიანი ამბიცია გაუჩნდება, რომ მისი ხელმძღვანელის სკამი დაიკავოს. ესეც თქვენი პოლიტიკური თანამდებობა და სანდოობა. სახელისუფლებო ორგანოები და განსაკუთრებით თვითმმართველობა იმდენად სპეციფიკურია, რომ მგონი არა საჭირო ამდენი პოლიტიკური თანამდებობა.   2012 წლიდან იგეგმება კონკურსები თვითმმართველობის ორგანოებში, მოვდით დღემდე და ახლა კიდევ პარლამენტის დადგენილებით დეკემბრამდე გადაიწია.  ადრე რომ დაგვეწყო პროფესიონალიზმის კუთხით სახელისუფლებო რგოლების დაკომპლექტება  და არა პარტიული აქტივი და ნათესავები დაგვესაქმებინა,  ახლა ორი ნაბიჯით წინ ვიქნებოდით. პირველი ,,არაკოპეტენტურებს“ ამბიცია არ გექნებოდა საჯარო სამსახურში დასქმების და მეორე, საკვალიფიკაციო კონკურსი უკვე თვითმმართველობაში გამოწვევის ნაცვლად დანერგილი რეფორმა იქნებოდა.

1 comment:

  1. "თუ ყველაფრის გაკეთება მას მოუწია და ხელმძღვანელის მთავრი დანიშნულება სამსახურში შემოვლა იქნება, ნამდვილად საფუძვლიანი ამბიცია გაუჩნდება, რომ მისი ხელმძღვანელის სკამი დაიკავოს." ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა წამოწიე..აქამდე არავისთან შემხვედრია..
    მგონი საზოგადოებამ დღემდე ვერ გავიაზრეთ, რომ მთავრობა პასუხსიმგებელია ჩვენს წინაშე, იმის მიუხედავად, ხმა ვის მივეცით არჩევნებზე..ყოჩაღი ლადო.

    ReplyDelete